ბავშვის დაბადება სასიხარულო, გასაოცარი და ძალიან ამაღელვებელი დროა. ამ სასიხარულო დროს ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგებიან მშობლები. ახალი როლის მორგება, აქამდე არსებული ჩვებები, რუტინული ქცევები უკვე ვერ პასუხობს ახალ მოცემულობას, საჭიროა ახალი ქცევებისა და ჩვევები გამომუშევება, დღის რუტინული ქცევებისა და პასუხისმგებლობების შესაბამისად. სწორედ ამიტომ ხშირად ეს ახალი ვითარება დასაწყისისათვის სტრესული ხასიათისაა და შესაბამისად იწვევს გარკვეულ დაძაბულობებს. მშობიარობის შემდეგ ფიზიოლოგიური ცვლილებებიც ხელს უწყობს შფოთვის არსებობას. მშობიარობის შემდეგ გუნება-განწყობილების ნეგატიური ემოციებისაკენ გადანაცვლებას „ბეიბი ბლუზი“ ეწოდება. ეს სახელწოდება ეყრდნობა იმ ფაქტს, რომ ყველა ახალშობილის თვალები ლურჯი (BLUE) ფერისა, რომელიც დროთა განმავლობაში იცვლება. ანუ, „ბეიბი ბლუზი“ ახალშობილის ცხოვრების პირველ კვირეებს აღნიშნავს.
Baby blues არის მსუბუქი, მოკლევადიანი დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც ვლინდება მშობიარობიდან რამდენიმე დღეში. ეს დაახლოებით 50-80% ახალბედა დედებს აღენიშნებათ. ჩვეულებრივ იწყება მშობიარობიდან 2-3 დღეში და, როგორც წესი, გრძელდება რამდენიმე დღიდან 2 კვირამდე.
რა იწვევს baby blues-ს?
მიზეზები:
- ჰორმონალური ცვლილებები
- ფიზიკური გამოფიტვა
- ძილის ნაკლებობა
- ახალ რეალობასთან ადაპტაცია
სიმპტომები:
1. მოულოდნელი ტირილი
2. გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილებები
3. გაღიზიანებადობა
4. შფოთვა
5. კონცენტრაციის პრობლემები
6. ძილის დარღვევები
7. მადის ცვლილებები
8. დაღლილობა
9. მოუსვენრობა
10. თავის ტკივილი
„ბეიბი ბლუზი“ გაქრება რამდენიმე კვირაში, როცა თქვენ შეეჩვევით ახალ ცხოვრებას და უფრო დაისვენებთ. მანამდე, გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები, რომ ამ მშობიარობის შემდგომ მდგომარეობას თავი წარმატებით გაართვათ.
მართვის ტექნიკები:
1. დასწიეთ თამასა - ბევრის მოლოდინი იმედგაცრუებას გამოიწვევს. უბრალოდ, გააკეთეთ იმის მაქსიმუმი, რაც იმ მომენტში შეგიძლიათ. ამ დროისთვის ეს შესაძლოა, იმაზე ნაკლები იყოს, ვიდრე გინდათ, მაგრამ ეს ნორმალურია. მიეცით საკუთარ თავს დრო ადაპტირდეს ამ ახალ მოცემულობასთან.
2. დასვენება: მაქსიმალურად ისარგებლეთ დასვენების შესაძლებლობით, როცა ბავშვს ძინავს. გახსოვდეთ, რომ ემოციები გადამდებია, ამიტომ თუ თქვენ გადაღლილი იქნებით, ნეგატიური ემოციები და დაძაბულობა აუცილებლად გადაედება თქვენს პატარას, რაც კიდევ დამატებით დატვირთავსთქვენს ემოციური მდგომარეობას.
3. ჯანსაღი კვება: მიირთვით დაბალანსებული საკვები და საკმარისი რაოდენობის სითხე.
4. ფიზიკური აქტივობა: მსუბუქი ვარჯიში, მაგალითად სეირნობა, დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში.
5. მხარდაჭერის ქსელი: დაეყრდენით ოჯახსა და მეგობრებს, ნუ მოგერიდებათ დახმარების თხოვნა.
6. საკუთარ თავზე ზრუნვა: გამონახეთ დრო საყვარელი აქტივობებისთვის.
7. ღია კომუნიკაცია: გაუზიარეთ თქვენი გრძნობები პარტნიორს და/ან ახლობელებს.
8. სუნთქვითი ვარჯიშები, სარელაქსაციო აქტივობები ან მედიტაცია: დაგეხმარებათ სტრესის მართვაში.
9. პროფესიული დახმარება: თუ სიმპტომები გრძელდება ან მძიმდება, მიმართეთ ფსიქოლოგს ან ექიმს.
მაინც ლურჯია სამყარო? ისევ მოწყენილი ხართ? მიუხედავად ყველაფრისა, რასაც აკეთებთ? შეახსენეთ თავს, რომ ეს შეგრძნებები 1-2 კვირაში გაივლის. თუ სიმპტომები უფრო ხანგრძლივია ან ინტენსიური, შესაძლოა საქმე გვქონდეს პოსტნატალურ დეპრესიასთან, რაც პროფესიულ დახმარებას საჭიროებს.
გთავაზობთ პოსტნატალური დეპრესიის სკრინინგ ტესტს, ეს დაგეხმარებთ დაადგინოთ თქვენი ემოციური მდგომარეობა და ფსიქოკონსულტირების საჭიროება.
შეკითხვებისა და მხარდაჭერის მიღების სურვილის შემთხვევაში, არ გადადოთ, დამიკავშირდით: +995 595 75 11 22 - ნინი ჭაჭია - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი
Comments