ხშირად გვესმის, რომ დღეში რვა საათის ძილი აუცილებელია. ეს რეკომენდაცია გაცემულია სხვადასხვა ქვეყნების ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. მაგრამ საიდან გაჩნდა ეს რეკომენდაცია?
სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები თანახმად, სადაც იკვლედნენ თუ რამდენად ხშირად ავადდება ადამიანი სხვადასხვა პოპულაციაში, მივიდნენ ერთ დასკვნამდე: ადამიანები, რომლებსაც უძილობა აწუხებთ, ისევე როგორც ისინი, ვისაც ძალიან ბევრი სძინავს, უფრო მოწყვლადები არიან მრავალი დაავადების მიმართ და მათი სიცოცხლიუნარიანობა უფრო ხანმოკლეა.
თუმცა, დღემდე ძნელი სათქმელია, არის თუ არა ძილის დარღვევა დაავადებების მიზეზი, თუ პირიქით - არაჯანსაღი ცხოვრების წესის სიმპტომი.
განმარტებაც გავაკეთოთ, ზრდასრულებში "ძალიან მოკლე ძილი" ან ძილის ნაკლებობა ჩვეულებრივ ნიშნავს ექვს საათზე ნაკლებ ძილს, "ძალიან ბევრი ძილი" ცხრა-ათ საათზე მეტს.
ბავშვებს, რომლებსაც სქესობრივი მომწიფებისათვის არ მიუღწევიათ, ჩვეულებრივ ურჩევენ ღამით 11 საათამდე ძილს, ხოლო ჩვილებს - დღეში 18 საათამდე. თინეიჯერების ღამის ძილი ითვლება 10 საათამდე.
დუბლინის ტრინიტის კოლეჯის პროფესორი შეინ ო'მარა ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეუძლებელია ცალსახად იმის თქმა, არის თუ არა ძილის ნაკლებობა ცუდი ჯანმრთელობის მიზეზი თუ შედეგი, დაბეჯითებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე გავლენას ახდენს ერთმანეთზე.
ძილის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი დაავადება.
153 კვლევის შედეგები, რომელშიც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, აშკარად უკავშირებს ძილის ნაკლებობას ისეთ დაავადებებთან კავშირს, როგორიცაა დიაბეტი, მაღალ წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კორონარულ დაავადებები და სიმსუქნე/ჭარბი წონა.
კვლევებმა აჩვენა, რომ ზედიზედ რამდენიმე ღამის ძილის ნაკლებობამ შეიძლება ჯანმრთელი ადამიანი მიიყვანოს წინარედიაბეტურ მდგომარეობამდე. ძილის ნაკლებობა ამცირებს ორგანიზმის უნარს გააკონტროლოს სისხლში გლუკოზის დონე.
ძილის ნაკლებობა ამცირებს ვაქცინების ეფექტურობას, ძილის ნაკლებობა დამანგრეველ გავლენას ახდენს იმუნიტეტზე, რაც გვხდის დაუცველად სხვადასხვა ინფექციების მიმართ.
ძილის ნაკლებობის მქონე ადამიანებში ჭარბი რაოდენობით გამომუშავდება ჰორმონი გრელინი (Ghrelin), რომელიც პასუხისმგებელია შიმშილის გრძნობაზე, ხოლო ჰორმონი ლეპტინი ნაკლებად გამოიყოფა, ეს ჰორმონი იწვევს გაჯერების/ძღობის შეგრძნებას, ეს ჰორმონალური დისბალანსი კი ზრდის სიმსუქნის/ჭარწონიანობის რისკს.
პროფესორი ო'მარა განმარტავს, რომ ტოქსიკური ნივთიერებები, რომლებიც ტვინში გროვდება დღის განმავლობაში გამოიდევნება ძილის დროს. ამიტომ თუ დიდხანს არ გძინავთ, თქვენი მდგომარეობა „მსუბუქ ტვინის შერყევას წააგავს“.
ზედმეტი ძილის გავლენა ნაკლებად არის შესწავლილი, მაგრამ ცნობილია, რომ ის ასოცირდება უამრავ დარღვევასთან, მათ შორის ტვინის დაზიანებასთან ხანდაზმულებში.
მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძილის ნაკლებობა:
• იწვევს თავის ტვინი მუშაობის, გუნება-განწყობილების , ხასიათის გაუარესებას და ეს ყოველივე კი ამძაფრებს დემენციის რისკს;
• ამცირებს იმუნიტეტს და შესაბამისად ორგანიზმი მოწყვლადია გაციებებისა თუ სხვადასხვა ვირუსული დაავადებების მიმართ;
• ასუსტებს ვაქცინაციის ეფექტურობას;
• ზრდის რისკს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების;
• ზრდის რისკს მეორე ტიპის დიაბეტის;
• ზრდის სიმსუქნის/წარბწონიანობის რისკს;
ამიტომ თუ გსურთ ბედნიერი, ჰარნომიული და ხანგრძლივი, დღეგრძელი სიცოცხლე აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ძილზე.
Comments