top of page
Writer's pictureNini Chachia

სტრესის სიმპტომები

Updated: Dec 8, 2022


სტრესი თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. ის წარმოადგენს რეაქციას გარე გამღიზიანებელზე, ანუ, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, სტრესი არის ისეთი მოცემულობა, რომლის მიმართაც ჩვენი ავტომატიზებული რეაქციები, ქმედებები აღარ მუშაობს, საჭიროა ახალი ქცევითი მოდელი რათა დავძლიოთ ის. ნებისმიერი სიახლე ცხოვრებაში სტრესული ხასიათისაა, რადგან მოითხოვს ახალი უნარის გამომუშავებას, რასაც მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე ავტომატიზებულ რეაქციას.


სტრესული ვითარება ყოველთვის ნეგატიური არ არის, შეიძლება ის გვიბიძგებდეს განვითარებისაკენ, ახალი ხედვის, დამოკიდებულებისა, თუ უნარის გამომუშავებისაკენ. თუმცა, ხშირად სტრესულ ვითარებაში ადამიანი ნეგატიური ემოციების საფარქვეშ აღმოჩნდება და უჭირს სიახლის მიღება. ეს გარემოება, კი ნეგატიურად აისახება მის ცხოვრებაზე.


მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ სტრესის სიმპტომები, რადგან მას შეუძლია დიდი ზიანი მიაყენოს, როგორც ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ასევე ფიზიკურსაც. სტრესის სიმპტომების ამოცნობა ასევე დაგვეხმარება მის მართვაში.


რა არის სტრესი?


სტრესის ხსენების დროს, მის პოზიტიურ მხარეზე არ ვფიქრობთ, ამიტომ სტრესის განმარტება ასეთია:

სტრესი არის ჩვენი ორგანიზმის რეაქცია ჩვენთვის არასასურველ, მავნე გამღიზიანებელზე, იქნება ეს რეალური, თუ წარმოსახვითი შინაარსის. როცა საფრთხეს ვგრძნობ ორგანიზმში წარმოიქმნება ქიმიური რეაქცია (გამოიყოფა სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, ადრენალინი, ნორადრენალინი და ა.შ.), რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიმოქმედოთ ისე რომ თავიდან ავიცილოთ ის. ამ რეაქციას ვუწოდებთ „ბრძოლა/შერკინებას ან გაქცევას“ ან რეაქციას სტრესზე.


სტრესის დროს გულისცემა იმატებს, სუნთქვა ჩქარდება, კუნთები იჭიმება და არტერიული წნევა მაღლა იწევს, ფიზიკურად თქვენ მზად ხართ იმოქმედოთ - დაიცვათ საკუთარი თავი.

ადამიანებისთვის სტრესი განსხვავებულად აღიქმება. ის, რაც იწვევს სტრესს ერთ ადამიანში, შეიძლება ნაკლებად აწუხებდეს მეორეს. ზოგიერთი ადამიანი უკეთ უმკლავდება სტრესს, ვიდრე სხვები. ეს განსხვავებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ აღვიქვამთ სამყაროს, თავს, რამდენად გვაქვს საკუთარი თავის რწმენა, იმედი და ა.შ.


სტრესის სიმპტომები


სტრესმა შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენი ცხოვრების ყველა სფეროზე, მათ შორის, თქვენს ემოციებზე, ქცევებზე, აზროვნების უნარსა და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. სხეულის არც ერთი ნაწილი ნაწილი არ არის დაზღვეული სტრესისაგან, ვინაიდან ადამიანები სტრესს განსხვავებულად უმკლავდებიან, სტრესის სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს. თუ თქვენ ქვემოთ ჩამოთვლილსიმპტომებს ხშირად განიცდით, სასურველია მიმართოთ სპეციალისტს.


სტრესისემოციურისიმპტომები:

  • მარტივად აღგზნებადობა, იმედგაცრუება, მოღუშული ( უგუნებო, ცუდი, ჭიჭყინა) ხასიათი;

  • გადატვირთვის შეგრძნება, თითქოს კონტროლის, მართვის დაკარგვა. სურვილი იმისა, რომ აუცილებელია კონტროლის დაბრუნება;

  • მოდუნებისა და გონების/აზრების დამშვიდების/მოსვენების სირთულე;

  • ცუდად ყოფნის შეგრძნება, დაბალი თვითშეფასება, მარტოობის შეგრძნება, უსარგებლობის განცდა, დეპრესიულობა;

  • განცალკევება, განმარტოება, ასოციალურობა;

ფიზიკურისიმპტომები:

  • ენერგიის უქონლობა;

  • თავის ტკივილი;

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები (ყაბზობა, დიარეა, გულისრევის შეგრძნება);

  • კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი;

  • გულმკერდის ტკივილი და გულის აჩქარება

  • ძილის პრობლემები: უძილობა, ან ძილიანობა;

  • ხშირი გაციებები და ინფექციები;

  • სექსის სურვილის/მოთხოვნილების და/ან უნარის დაკარგვა;

  • ნერვიულობა და კანკალი, ყურის შუილი; ცივი ან ოფლიანი ხელები და/ან ფეხები;

  • პირის სიმშრალე და ყლაპვის სირთულე;

  • კბილების ჭრიალი, შეკრული ყბა;

კოგნიტური სიმპტომები:

  • ხშირი შფოთვა, დაძაბულობა;

  • მორბენალი აზრები (აკვიატება, როდესაც ერთსა და იმავე აზრს ვატრიალებთ მუდმივად, მიუხედავად ვითარების ცვლილებისა);

  • გულმავიწყობა და არაორგანიზებულობა;

  • კონცენტრაციის მოშლა

  • უიმედობა, პესიმიზმი, მხოლოდ ნეგატიური მოვლენების აღქმა;

ქცევითისიმპტომები:

  • მადის ცვლილება - საჭმელზე უარის თქმა, ანუ შემცირება ან პირიქით, მომატებული მადა;

  • პროკრესტინაცია, საქმის გაჭიანურება, პასუხისმგებლობის არიდება;

  • ალკოჰოლის, სიგარეტის გადაჭარბებულად მოხმარება და ნარკოტიკების მოხმარება/გამოყენება;

  • ნერვული ქცევები/მოძრაობები: ფრჩხილების კვნეტა, ცქმუტვა, წინ და უკან სიარული და ა.შ.

ხანგრძლივი/ქრონიკულისტრესისშედეგები


ქრონიკულმა სტრესულმა სიტუაციამ შესაძლოა გააუარესოს, ან გამოიწვიოს ჯანმრთელობის სერიოზული დარღვევები:


  • ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, პიროვნული აშლილობები და ა.შ.:

  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის გულის დაავადებები. მაღალი წნევა, არანორმალური გულის რითმი, გულის შეტევა და ინსულტი;

  • ჭარბწონიანობა და კვების სხვა დარღვევები;

  • მენსტუალური პრობლემები;

  • სექსუალური დისფუნქცია, როგორიცაა იმპოტენცია და ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცებში; სექსუალური ლტოლვის დაკარგვა მამაკაცებსა და ქალებში;

  • კანისა და თმის პრობლემები, როგორიცაა აკნე, ფსორიაზი და ეგზემა და თმის ცვენა;

  • კუჭ-ნაწლავის პრობლემები, როგორიცაა გასტრიტი, წყლულოვანი კოლიტი, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი და სხვა.

მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სტრესი და სტრესის შედეგად გამოვლენილი დაავადებების მკურნალობა, ისევე როგორც მართვა, შესაძლებელია. ამიტომ, თუკი თქვენ სტრესის სიმპტომები გაწუხებთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს, რათა შეძლოთ ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების კონსტრუირება.


გახსოვდეთ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია მოძრაობა მიზნისკენ, მოთმინება და ოპტიმიზმი.

Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page