უკუკავშირი ადამიან ეხმარება საკუთარი თავის სწორედ შეფასებაში, არასასურველი ქცევის ან კომუნიკაციის შეცვლასა და შესაბამისად, მიზნის მიღწევაში.
ეფექტურია უკუკავშირი, თუ უკუკავშირის მიმღებს მიმართავს განმავითარებელი მიზნებისაკენ, აღნიშნავს ძლიერ მხარეებს და აწვდის ინფორმაციას განვითარების შესაძლებლობებზე. უკუკავშირის გარეშე ადამიანები, ან თუ კომპანიაზე ვლაპარაკობთ, თანამშრომლები ვერ გაიზრდებიან, ისინი ვერასდროს მიხვდებიან, კარგად აკეთებენ, თუ ცუდად იმას, რასაც მათგან მოელიან.
უკუკავშირის 2 ძირითადი ტიპი არსებობს:
პოზიტიური უკუკავშირი - აღიარება და დაფასება იმისა, რომ ადამიანები ამართლებენ თქვენს მოლოდინებს, რომ ისინი ვითარდებიან მიზნების შესაბამისად და საკეთილდღეოდ.
ნეგატიური უკუკავშირი - მიმართულია იმ საკითხისა, თუ შინაარსისაკენ, რაც აღარ უნდა განმეორდეს. ეს ყველაზე დელიკატური სახის უკუკავშირია, რომელიც თქვენში ლიდერის უნარებს გააძლიერებს. ნეგატიური უკუკავშირის დროს განზრახვა სხვა ადამიანის დასჯა კი არ უნდა იყოს, არამედ მისი პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერება. ამ შემთხვევაში აუცილებელია წესები „წითელი ხაზის“ გადაკვეთის შემთხვევაში რა სახის ,,სანქციებთან“ შეიძლება გვქონდეს საქმე.
შინაარსობრივად უკუკავშირის ორი სახეობა არსებობს:
1. გამაძლიერებელი უკუკავშირი - ორიენტირებულია განვითარებასა და ახალი მნიშვნელოვანი შინაარსების, უნარების, ქცევების გაძლიერებაზე;
2. გამაწონასწორებელი უკუკავშირი - ორიენტირებულია არსებული უნარების, შინაარსების, მოქმედებების, ქცევების მიზანთან შესაბამისობაში მოყვანაზე, ანუ სისტემის მიზნისთვის საჭირო მოქმედებების გამყარებაზე.
მნიშნელოვანია, რომ უკუკავშირის ეფექტურობა დამოკიდებულია დროზე, ასევე, მიბმულია კონკრეტულ აქტივობაზე. აუცილებელია უკუკავშირი ისეთ დროს გავცეთ, როცა სამუშაო ახალი შესრულებულია და ის ჯერ კიდევ აქტუალურია. არსებობს რამდენიმე რჩევა, რაც ეფექტური უკუკავშირის შესაძლებლობას მოგვცემს:
ეფექტური უკუკავშირი დაბალანსებული, სპეციფიკური, კონკრეტულია და არა ზოგადი. იგი შესრულებული ქცევის აღწერას მოიცავს. ამავდროულად, გვაძლევს მიღწეული შედეგების გაუმჯობესების საშუალებას. ყურადღებას ვამახვილებთ ადამიანის სიძლიერის მაჩვენებელ ასპექტებზე. ასპექტები არ შეიცავს მხოლოდ ქებას, ბუნებრივია და ასახავს რეალობას.
ეფექტური უკუკავშირი ობიექტურია, ეყრდნობა კონკრეტულ ფაქტებსა და ქცევებს, რომლებიც შეიძლება შეიცვალოს. უფრო ადვილია კონკრეტული ქცევის შეცვლა, ვიდრე ზოგადი დამოკიდებულებების, ამიტომ უკუკავშირი არ უნდა ახდენდეს ფოკუსირებას თვალსაზრისებზე, ემოციებზე, მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებზე მოვლენათა თუ ადამიანთა მიმართ.
·
ეფექტური უკუკავშირი უნდა ფოკუსირდეს იმ საგანსა ან უნარზე, რომელიც კონკრეტულ სიტუაციაშია წარმოდგენილი.
უკუკავშირი გასაგები უნდა იყოს და არ უნდა ჩამოყალიბდეს სამეცნიერო ტერმინებისა, ან ჟარგონის გამოყენებით. იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რამდენად სწორად გაიგო ჩვენი ნათქვამი, ვთხოვოთ უკუკავშირის სამიზნეს, გააკეთოს ჩვენი მიმართვის პარაფრაზირება ან მაგალითი მოიყვანოს იმისა, თუ როგორ მიუსადაგებს სიტუაციას ამ უკუკავშირს.
უკუკავშირი თანამონაწილეობის შესაძლებლობას უნდა ქმნიდეს. ამისათვის შეიძლება შევთავაზოთ მოგვაწოდონ იდეები, თუ როგორ განხორციელდეს ცვლილება ჩვენი ნათქვამის შესაბამისად.
უკუკავშირის ეფექტურობისათვის კარგია, თუ ის შეიცავს შედარებას წინა საქმიანობასთან.
უკუკავშირი უნდა გულისხმობდეს კონკრეტულად შესასრულებელ ქმედებას, რომელიც ჩვენს უნარებსა და ძალას შეესაბამება.
უკუკავშირი უნდა იყოს აღწერითი და არა შეფასებითი. შეფასებითი პოზიცია განაპირობებს თავდაცვით რეაქციას და ნაკლებ თანამშრომლობას, ამასთან ფოკუსირებული უნდა იყოს ჩვენს განცდაზე და არა პიროვნებაზე.
იმისათვის, რათა უკუკავშირი იყოს უფრო ეფექტური, ლაპარაკი წარსული შეცდომების ნაცვლად მომავალზე უნდა ორიენტირდეს. ეს ადამიანს მისცემს მოტივაციას მაშინაც კი, თუ მისი შინაარსი ნეგატიურია. უკუკავშირის გაცემისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ:
1. ჩამოყალიბდეს მომავლისთვის გასაუმჯობესებელი საკითხები;
2. წარმოდგენა შეიქმნას ქმედებების იდეალურ ვარიანტებზე;
3. გამახვილდეს ყურადღება წარსული პროცესების როგორც დადებით, ისე უარყოფით შედეგებზე;
4. განიხილონ მომავალი ნაბიჯები;
5. ერთობლივად შემუშავდეს პრობლემის გადაჭრის გზა;
და რაკი ასეთ მნიშნელოვანია უკუკავშირი განვიხილოთ ეფექტური უკუკავშირის გაცემის წესები:
აღწერე და არ განსაჯო;
თავდაპირველად აღნიშნე ძლიერი მხარეები, შემდეგ - გასაუმჯობესებელი;
გაეცი კონკრეტული უკუკავშირი და დაუკავშირე მომავალ პოზიტიურ ეფექტებს;
ურჩიე, არ აიძულო;
დაიცავი კონფიდენციალურობა
Comments