თანამდროვე სამყაროში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ხანდაზმულ ასაკში სულ უფრო აქტუალური ხდება. სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზარდა და სიბერის საზღვრებმაც მნიშვნელოვნად წინ წაიწია, შესაბამისად ყოველწლიურად იზრდება ხანდაზმულთა რიცხვი.
ხანდაზმულ ასაკში ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასაკობრივი ცვლილებები იწყება, რომლებთანაც ადამიანს ადაპტაცია სჭირდება. იცვლება სოციალური, პროფესიული (საპენსიო) სტატუსი, უფრო რთული ხდება ყოველდღიური დავალებების შესრულება შემეცნებითი პროცესების დაქვეითების გამო (მეხსიერება, ყურადღება დაქვეითებულია), უარესდება მხედველობა, სმენა, მოძრაობების კოორდინაცია, ხანდაზმულს მეტი ენერგიის დახარვა ესაჭიროება რუტინული საქმეების შესასრულებლად. ამ ცვლილებების ფონზე ხანდახმულთა ხასიათი უფრო გახისტებულია, რთულდება სიახლის მიმღებლობა. ამ ასაკში ხშირად უჩნდებათ განცდა, რომ ახლობლებისთვის ტვირთადად იქცევიან, პროფესიულ საქმიანობაში არაკომპეტენტურები გახდნენ, შესაბამისად, მარტოსულობის და უსუსურობის განცდა ყოველდღური ცხოვრების თანმდევ პროცესად შეიძლება იქცეს. ყველა ეს ცვლილება იწვევს ფსიქოლოგიურ დაძაბულობას და სტრესს.
ხანდაზმულ ასაკში აშლილობის ყველაზე გავრცელებული ფორმები, რომლებიც გვხვდება, არის ალცჰეიმერის დაავადება და დემენციის სხვა ფორმები, დეპრესია და ცნობიერების დარღვევები.
დემენციის დროს აღინიშნება მეხსიერების და ინტელექტის პროგრესირებადი დაქვეითება, რაც იწვევს უმწეობას, თვითმოვლის უნარის დაკარგვას და, შემდგომში, ასეთი ადამიანებისთვის მუდმივი პროფესიონალური მოვლა აუცილებელი ხდება. სამწუხაროდ, დემენცია პროგრესირებადი დაავადებაა, მაგრამ ადრეულ სტადიაზე დაავადების კონტროლი და შენელება შესაძლებელია, რის გამოც ასეთი მდგომარეობების ადრეული დიაგნოსტიკა ძალიან მნიშვნელოვანია.
ფსიქიკური დარღვევების ადრეული ეტაპი ჩვეულებრივ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ახლობლები, მეგობრები და ხშირად სპეციალისტებიც კი არასწორად ხსნიან დაავადების დაწყების სიმპტომებს და მათ დაბერების პროცესის ნორმალურ ნაწილად თვლიან. ვინაიდან დაავადება ნელა ვითარდება, ხშირად ძნელია მისი დაწყების ზუსტი დროის დადგენა. თანდათან ადამიანს უჭირს საუბარში სიტყვების შერჩევა, მიმდინარე მოვლენებზე მეხსიერება უარესდება, სერიოზული სირთულეები წარმოიქმნება დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებისას, ქვეითდება გარემოს აღქმა, საგნების ამოცნობა, ადამიანი ადვილად იკარგება სივრცეში, განსაკუთრებით უჩვეულო გარემოში, დეზორიენტირდება დროში, უჭირს რთული და აბსტრაქტული შინაარების გააზრება. ასეთ დროს ნელ-ნელა ქრება ინიციატივის და მოქმედების სურვილი. ამ ცვლილებების ფორნზე შეიძლება ხანდაზმულს განუვითარდეს დეპრესია, გაჩნდეს აგრესიის ნიშნები, წარმოიქმნას სირთულეები სახვადასხვა საყოფაცხოვრებო სამუშაოს შესრულებისას, დაყქვეითდეს ინტერესები და მანადე არსებული საყვარელი საქმინობის მიმართ გაჩნდეს ინდიფირენტული დამოკიდებულება.
აღსანიშნავია რომ, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, პრობლემები უფრო აშკარა ხდება და მნიშვნელოვნად აისახება ხანდაზმულის ყოველდღურ ცხოვრებაზე. ასეთი მოცემულობის დროს აუცილებელია ყველა შესაძლებლობა იქნას გამოყენებული ხანდაზმულის თვითმოვლის უნარის მხარდასაჭერად, მისი შინაგანი დისკომფორტის შესამცირებლად და სოციალიზაციის შესანარჩუნებლად.
თუ ეჭვი გაქვთ ხანდაზმული ოჯახის წევრის პათოლოგიურ პროცესზე აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს, ექიმს (ფსიქიატრს, ნევროლოგს) ადეკვატური დახმარებისთვის. სახლის პირობებში ხანდაზმულ ადამიანებს ესაჭიროებათ საყვარელი ადამიანების დახმარება და გვერდში დგომა, რათა დაავადებამ მძიმე ფორმა არ მიიღოს.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დროს მოხუცებულთა მხარდაჭერისათვის სასურველია გაითვალისწინოთ:
1. ყოველდღური რუტინული აქტივობების გეგმა - შეუნარჩუნეთ ან შეუქმენით ყოველდღური საქმიანობების რუტინული გეგმები/რეჟიმი. რეჟიმის წყალობით, ხანდაზმულის ყოველდღიური ცხოვრება უფრო ორგანიზებული და გამარტივებული ხდება. რაც ხანდაზმულისათვის წარმოადგენს ნდობისა და უსაფრთხოების წყაროს. ყოველდღური აქტივობების გეგმების ამოცანაა შეუნარჩუნოს ხანდაზმულს ცხოვრების ადრე ჩამოყალიბებული წესრიგი და ადაპტაციის უნარი.
2. დამოუკიდებლობა - ხანდაზმული ადამიანი რაც შეიძლება დიდხანს უნდა დარჩეს დამოუკიდებელი. ეს ხელს უწყობს მას საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობის შენარჩუნებაში. ხელი შეუწყვეთ, შესაძლებლობის ფარგლებში, იზრუნოს საკუთარ თავზე და დამოუკიდებელად მიიღოს გადაწყვეტილებები.
3. ღირსების და საკუთარი ფასეულობის შენარჩუნება - თქვენი დამოკიდებულება, მოქმედებები ზეგავლენას ახდენს ხანდაზმული ადამიანის ემოციურ მდგომარეობასა და განწყობაზე. ნუ მოექცევით როგორც უსუსურს ან ავადმყოფ ადამიანს. იყავით ტოლერანტული, პატივი ეცით მის გრძნობებს, თავი შეიკავეთ კონფლიქტებისგან. შეეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში. მოერიდეთ გაბრაზებას, იმედგაცრუებას ან გაღიზიანებას. ყოველთვის გახსოვდეთ - დაავადებაა დამნაშავე და არა მოხუცი.
4. ყურადღება და აქტიურობა - შეეცადეთ მუდმივად მიიპყროთ ხანდაზმულის ყურადღება მარტივი დავალებების მიცემით. მან რაღაც უნდა გააკეთოს, თუმცა, საქმიანობა უნდა იყოს მარტივი, მოხუცისათვის დამოუკიდებლად შესრულებადი და ხელმისაწვდომი. არ შეიძლება ძალიან რთული დავალებების მიცემა, რთული ამოცანები იწვევს სტრესს და ხელს უწყობს მდგომარეობის გაუარესებას.
5. უსაფრთხოება - იზრუნეთ თქვენს სახლში უსაფრთხოებაზე. დაავადების ისეთი გამოვლინებები, როგორიცაა მეხსიერების დაკარგვა და მოძრაობების კოორდინაციის დარღვევა, ზრდის ხანდაზმულის დაზიანების რისკს. აუცილებელია თქვენი სახლი მაქსიმალურად უსაფრთხო იყოს.
6. ურთიერთობები - შეინარჩუნეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. სიყვარული და მხარდაჭერა საუკეთესო გზაა ხანდაზმული ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოხატვისთვის.
7. ჰობი და გართობა - მნიშნელოვანია ხანდაზმული ადამიანი ყოველდღურად დაკავდეს მისთვის სასიამოვნო და საინტერესო აქტივობით. დაეხმარეთ ახალი ინტერესების, ჰობის იდენტიფიცირებაში. ტვინს სჭირდება მუდმივი სტიმულაცია რათა შეინარჩუნოს სიფხილზე და შეძლოს ეფექტურად მუშაობა. ადამიანები კი, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, ყველაფერს აკეთებენ ისე როგორც მიეჩვივნენ. ეს განაპირობებს ტვინის გაზარმაცებას, ანუ ტვინს დამახსოვრებული აქვს ის ნაცნობი გზები, რითაც ხდება ამოცანის გადაჭრა, შესაბამისად, აღარ საჭიროებს ფიქრს ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად და ახალი სიგნალების გასაშვებად. ამ დროს ტვინი ავტოპილოტის რეჟიმში მუშაობს და აღარ იქმნება ახალი ნეირონული კავშირები, რაც დაბერების წინაპირობაა.
ჩემთან ვიზიტის დასანიშნათ დამიკავშირდით: +995 595 75 11 22
ბევრ სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდით ჯგუფში "თვითგანვითარების მეგზური":
გამომყევით სოციალურ ქსელებში და მოიწონეთ ჩემი გვერდები:
Comments