top of page
Writer's pictureNini Chachia

ჩვენი კონტროლის ზონა

Updated: Dec 11, 2022



ხშირად გრძნობთ გადაღლას, გამოფიტვას, იმედგაცრუებას?


იმედგაცრუების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს სურვილების, მიზნების არასწორი ფორმულირება და კონტროლის ზონის მიღმა მოძრაობის სურვილი. ეს კი ხშირად იმედგაცრუებას გარდა იწვევს საკუთარი თავის რწმენის დაკარგვას, გაღიზიანებას, წყენას, ბრაზს და ზოგჯერ სამყაროს/გარემოს მტრულად აღქმას.


ამიტომ, მოდით ჩამოვაყალიბოთ რა არის ჩვენი კონტროლის ზონაში:


  • ჩვენი ოცნებები, მიზნები, სურვილები, ამოცანები;

  • ჩვენი ფიქრები და წარმოდგენები;

  • ჩვენი უნარები, შესაძლებლობები;

  • ჩვენი ემოციები, ქცევები, სხვა ადამიანებთან ურთიერთობების ფორმები, რეაქციები სხვადასხვა ცხოვრებისეულ მოვლებებსა თუ გამოწვევებზე;

  • ჩვენი დროის მართვა;

  • ჩვენი არჩევანი და გადაწყვეტილებები;

  • ჩვენი სხეული;

  • ჩვენი განწყობა;

  • ჩვენი მსოფლმხედველობა, სამყაროსადმი დამოკიდებულება;

რას ვერ ვაკონტროლებთ:


  • სხვა ადამიანი ქცევებს; დამოკიდებულებებს, მიზნებს, სურვილებს;

  • ამინდს და სტიქიურ უბედურებებს;

  • სხვა ადამიანის არჩევანს, აზრს;

  • სხვა ადამიანების გრძნობებს, ემოციებს, გემოვნებას;

  • წელიწადის დროებს;

  • ჩვენს წარსულს;

  • წარსულში არსებულ ჩვენს ურთიერთობებს, განწყობებს და ქცევებს

ეხლა გადახედეთ ამ მცირე ჩამონათვალს, შემთხვევით თქვენს იმედგაცრუებას თქვენი კონტროლის მიღმა არსებული მოცემულობების ცვლილები სურვილი ხომ არ იწვევს?


და ბოლოს, თუ თქვენი მიზანი ან სურვილი თქვენი კონტროლის მიღმაა მაშინ გადადგით პირველი ნაბიჯი - დაუსვით თქვენს თავს შეკითხვა - რა შემიძლია გავაკეთო ამ მიზნის მიღწევისათვის (კონტროლის ზონის გათვალისწინებით)? და მეორე ნაბიჯი - დაადგინეთ ის ადამიანი ვისი კონტროლის ზონაშია თქვენი სურვილის/მიზნის შესრულება და პირდაპირ სთხოვეთ დახმარება, აუხსენით რაოდენ მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ ამოცანის მიღწევა. შესაძლოა ეს თქვენი სურვილი ბევრად უფრო მარტივად შესრულდეს, ვიდრე თქვენ გგონიათ.



თუ ხვდებით, რომ თქვენი ცხოვრების ძირითადი საკითხები თქვენი კონტროლის ზონის მიღმაა, ეს ნიშანია რომ თქვენ ახალი უნარის განვითარება გესაჭიროებათ, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ფსიქოლოგს.



თუ გსურთ ჩემთან ერთად მუშაობა, მაშინ დამიკავშირდით - 595751122


198 views0 comments

Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page