top of page
Writer's pictureNini Chachia

ცვლილებების ფორმულა



იცით, რომ არსებობს ცვლილების ფორმულა?


რიჩარდ ბექჰარდმა და დევიდ გლაჩერმა შეიმუშავეს ცვლილების ფორმულა, რომელიც აღწერს მოდელს იმ ძალების შესაფასებლად, რომლებიც გავლენას ახდენენ ორგანიზაციებში ცვლილებების წარმატებაზე ან წარუმატებლობაზე. ეს ფორმულა ასევე ვრცელდება პიროვნულ ცვლილებებზე.


მაშ, რა განსაზღვრავს სასურველი ცვლილებების შესაძლებლობას?

ცვლილებები მოხდება შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:


უ * ს * პნ > ცწ


- უკმაყოფილება არსებული მდგომარეობით და ასევე ცვლილების შინაგანი საჭიროების გაცნობიერება.

- სასურველი მდგომარეობის/ვითარების ხედვა

პნ - პირველი ნაბიჯები

ცწ - ცვლილებების წინააღმდეგობა. როგორც წესი, გვინდა, რომ ყველაფერი უცვლელი იყოს, ცვლილება არის გამოსავალი კომფორტის ზონიდან.


ამ ფორმულის მიხედვით, ცხოვრებაში ცვლილებების დასაწყებად სამივე კომპონენტი უნდა იყოს წარმოდგენილი: არსებული სიტუაციით უკმაყოფილება, მომავლის ხედვა და პირველი კონკრეტული ნაბიჯები, რაც უნდა განხორციელდეს ხედვის რეალიზებისთვის.


და თუ ამ სამი ფაქტორის მოთხოვნილება უფრო დიდია, ვიდრე ცვლილების წინააღმდეგობა, მაშინ ცვლილება შესაძლებელია.


თუ ჩვენ მეტ-ნაკლებად კმაყოფილი ვართ არსებული სიტუაციით (უკმაყოფილება არსებული მდგომარეობის ნაკლებობა), მაშინ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ცვლილებებისკენ ვისწრაფოთ.


თუ ჩვენ არ ვართ კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, მაგრამ არ გვესმის, რა გვინდა ზუსტად (სასურველი მდგომარეობის ხედვის დეფიციტი), მაშინ მუდმივად აღმოვჩნდებით ისეთ სიტუაციებში, რომლებიც არ გვაწყობს.


და თუ წარმოდგენა არ გვაქვს ზუსტად რა უნდა გავაკეთოთ (პირველი ნაბიჯების დეფიციტი) სწორი მიმართულებით მოძრაობისათვის, მაშინ შეიძლება დიდხანს ვტკეპნოთ ერთი ადგილი, ვიყოთ სტაგნაციაში და არასოდეს მივიდეთ სასურველ ცვლილებებამდე.

ინდივიდუალური მუშაობა ქოუჩთან ყველაზე ეფექტური გზაა სასურველი ცვლილებების მისაღწევად.


ცვლილებების ფორმულის ეფექტურად გააზრებისათვის და გამოყენებისათვის გაეცით კონკრეტული პასუხები ქვემოთ მოყვანილ შეკითხვებს:


· კონკრეტულად რისი შეცვლა გსურთ თქვენს ცხოვრებაში?

· რამდენად ძლიერია თქვენი წინააღმდეგობა ცვლილებების მიმართ?

· რამდენად უკმაყოფილო ხართ არსებული მდგომარეობით?

· რამდენად ნათლად იცით რა გსურთ?

· რა იქნება თქვენი პირველი ნაბიჯები ცვლილებისკენ?

· ფორმულის მარცხენა მხარეს რომელი ელემენტებია საკმარისი და რომელი შეგიძლიათ გააძლიეროთ წინააღმდეგობის დასაძლევად?

· როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება ახალი ცვლილებებით?


თუ გსურთ, რომ ცვლილებების ფორმულამ სწრაფად და ეფექტურად დაიწყოს თქვენთვის მუშაობა, დამიკავშირდით და ჩავნიშნოთ ქოუჩინგ სესია. +559 595 75 11 22

Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page