top of page
Writer's pictureNini Chachia

ძილის ჰიგიენა


ძილის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ტვინის დასვენება და აღდგენა. ღრმა ძილის დროს თავის ტვინის ქერქი, რომელიც პასუხისმგებელია აზროვნებაზე, მეხსიერებასა და მეტყველებაზე, გადადის აღდგენის რეჟიმში.


რა ემართება თქვენს სხეულს, როცა საკმარისად არ გძინავთ?


• იწყებ ჭარბ ჭამას. ასე რომ, თუ ერთი ღამის განმავლობაში ცოტა გძინავთ ან საერთოდ არ გძინავთ, მეტად განიცდით შიმშილის შეგრძნებას, ვიდრე სტანდარტული ძილის შემდეგ.


• ყურადღება უარესდება. უძილობის დროს თქვენი კოგნიტური უნარები უარესება და რეაქციები ნელდება;


• მეხსიერება უარესდება - ძილის დროს თავის ტვინში მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის გადამუშავება და გრძელვადიან მეხსიერებაში მნიშვნელოვანი შინაარსების გადატანა;


• გარეგნობა უარესდება. უძილობის დროს თვალები შეშუპებულია, ხანდახან სისხლჩაქცევებიც ჩნდება, რაც ნამდვილად არ წარმოადგენს სილამაზის და ესთეტიკის მიშნებს;


• გაციების რისკი იზრდება. კარგი ძილი არის იმუნური სისტემის ერთ-ერთი სამშენებლო მასალა.


• უფრო ემოციური ხდები - გადაღლისას ნეგატიური ემოციები წამყვან როლს იჭერენ;


• საკმაოდ დიდი რისკია გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული და ქრონიკული დაავადებების განვითარების;


მოკლედ რომ შევაჯამოთ, ძილის ნაკლებობა:


● იწვევს თავის ტვინი მუშაობის, გუნება-განწყობილების, ხასიათის გაუარესებას და ეს ყოველივე კი ამძაფრებს დემენციის რისკს;

● ამცირებს იმუნიტეტს და შესაბამისად ორგანიზმი მოწყვლადია გაციებებისა თუ სხვადასხვა ვირუსული დაავადებების მიმართ;

● ასუსტებს ვაქცინაციისეფექტურობას;

● ზრდის რისკს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების;

● ზრდის რისკს მეორე ტიპის დიაბეტის;

● ზრდის სიმსუქნის/ჭარბწონიანობის რისკს;


ქეით მიხაილი, ჟურნალისტი და წიგნის ავტორი "ასწავლე ძილი საკუთარ თავს: სახელმძღვანელო ადამიანისგან, რომელსაც ერთ დროს უძილობა აწუხებდა" რამდენიმე მნიშველოვან ფაქტორს გამოყოფს ძილის ჰიგიენისათვის:


1. მოამზედეთ ძილისათვის სივრცე, თავი აარიდეთ ელექტრონულ მოწყობილებებს. ძილისათვის, პირველ რიგში ძილის ჰიგიენის გაუმჯობესებაა საჭირო. ძილის ჰიგიენის არსებითი რჩევაა დარწმუნდეთ, რომ თქვენს საძინებელში სიმშვიდის მომგვრელი გარემოა. თუკი საკითხს ჩვევების მეცნიერების კუთხით მივუდგებით, თქვენს საძინებელში ძილის ხელშემწყობი საგნები უნდა გხვდებოდეთ, თუნდაც სინათლის შემაკავებელი ფარდები და კომფორტული საწოლი. უნდა მოაშოროთ ძილისათვის ხელის შემშლელი საგნები, მათ შორის თანამედროვე ტექნოლოგიების თეთრი თუ ლურჯი სინათლე. დამტკიცებულია, რომ ისინი ძილის ბუნებრივ პროცესზე უარყოფით გავლენას ახდენს.


2. მიიღეთ პრევენციული ზომები. ძილზე ჩვენი დღის წესრიგის ყოველი ფაქტორი აისახება. ძილის დანაწევრებას არაერთი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის კოფეინისა თუ ალკოჰოლის მოხმარება და სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის მოჭარბება. თუკი კოფეინისა და ალკოჰოლის თქვენთვის ოპტიმალურ რაოდენობას დაადგენთ და მათ შესაბამისად მოიხმართ, შესაძლოა, ამით ძილი ნაკლებად დაგერღვეთ და ძალების აღდგენა უკეთ შეძლოთ.


3. დაძინებამდე დაძაბულობისგან გათავისუფლდით. ძილის დროს დასვენებისა მდგომარეობაში უნდა მოვექცეთ, ამისათვის კი სტრესის შემცირებისმეთოდები გამოგვადგება, მათ შორის ჩვენივე ემოციების, აზროვნებისა და ფიზიოლოგიის ძილის სასარგებლოდ ცვლილება. გამოიყენეთ სარელაქსაციო სავარჯიშოები, მედიტაცია. შეეცადეთ ისეთი აქტოვობებით დაკავდეთ, რომ თქვენი ორგანიზმის ტემპი შეიცვალოს, შენელდეს.


გახსოვდეთ, ნორმალური ძილი თქვენი დღეგრძელი და ჰარნომიული ცხოვრების აუცილებელი ატრიბუტია. ამიტომ თუ გაწუხებთ ძილთან დაკავშირებული პრობლემები, დამიკავშირდით +995 595 75 11 22 და დავიწყოთ თქვენი ბედნიერი და ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირება.


Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page