კრიტიკული აზროვნების მეგზური მოზარდებისათვის
ანტიკური საბერძნეთიდან დღემდე
პროგრამის მიზანია, მოზრდებს წარმოდგენა შეუქმნას კრიტიკული აზროვნების თანამედროვე მიდგომების შესახებ და დაანახოს მისი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობები. ასევე, ინფორმაცია მიაწოდოს თანამედროვე მეცნიერების ინტერდისციპლინურ მიდგომებსა და ამ მიდგომების გამოყენების ეფექტიანობაზე; დაეხმაროს თანამედროვე სამყაროში ბედნიერების და წარმატების მისაღწევად აუცილებელი უნარებისა და მეთოდების საბაზისო განვითარებაში, იქნება ეს თვითრეფლექსია, კრიტიკული, თუ სისტემური აზროვნება.
პროგრამის ფარგლებში მოზარდები გაეცნობიან ოცი მოაზროვნის თეორიებს: ანტიკურობიდან, დღემდე და თითოეული თეორია განიხილება ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, რაც უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს გახდის სწავლების პროცესს. პროგრამის განმავლობაში განვიხილავთ ფილოსოფოსთა ხედვების ზეგავლენას დღევანდელ თანამედროვე სამყაროსა და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ეს ფილოსოფოსები არიან: პითაგორა, პლატონი, ძენონი, ეპიკურე, ჯერემი ბენტმანი, არისტოტელე, ჩარლზ დარვინი, ზიგმუნდ ფროიდი, ფრიდრიხ ნიცშე, ერნსტ გელნერი; მერი დუგლასი, ჰანა არენდტი, ჯონ დიუი, თომას კუნი, მარშალ მაკ ლუჰანი, მიშელ ფუკო, მარტინ ჰაიდეგერი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი, რენე დეკარტე, იმანუელ კანტი.
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 6
მონაწილეთა ასაკი - 15-17 წელი