მომსახურება
ცხოვრებაში არსებობს გამოწვევები, რომელთა გადალახვაც დამოუკიდებლად რთულია. სწორედ ასეთი გამოწვევების გადასალახად ვეხმარები ჩემს კლიენტებს.
ვმუშაობ მოზარდებთან 13 წლიდან და ზრდასრულებთან. მუშაობის სპეციფიკა განისაზღვრება მიმართულების მიხედვით.
მჯერა ადამიანების. იმისაც, რომ შეუძლებელი არაფერია, თუ გწამს და გინდა.
მჯერა, რომ ბედნიერებისა და თავისუფლების გზისკენ გეზის აღება არასდროს არის გვაინ. ნებისმიერ წამს შეიძლება შენი ცხოვრების 180 გრადუსით შემოტრიალება. მთავარია, ირწმუნო, დაიჯერო და დაიწყო მოძრაობა.
თუ ფიქრობთ, რომ დამოუკიდებლად შეგიძლიათ საკუთარი თავის განვითარებაზე მუშაობა, შეიხედეთ თვითგანვითარების მეგზურში. იმედი მაქვს, იქ, არსებული ტექნიკები და პრაქტიკები უფრო გაგიმარტივებთ დამოუკიდებელ მუშაობას.
ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელია როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ ფორმატით. გთავაზობთ რამდენიმე ვერსიას. შეარჩიეთ თქვენთვის ყველაზე სასურველი.
ფსიქოთერაპია
ჩემი მუშაობის მთავარი ამოცანაა, კლიენტს დავეხმარო საკუთარი თავის მიღებასა და გააზრებაში, საკუთარი თავის მართვის უნარების განვითარებასა და მიზანზე ორიენტირებული ქცევის ჩამოყალიბებაში. თვითრეალიზებისთვის საკუთარი შესაძლებლობების გააზრება და გამოყენება ადამიანს შესაძლებლობას აძლევს ბედნიერი იყოს. ინდივიდუალური მუშაობის დროს ვიყენებ სხვადასხვა ტექნიკებსა, თუ პრაქტიკას. სეანსების რაოდენობა დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე, თუმცა საშუალოდ, შეიძლება ითქვას, რომ 8-12 სეანსი საკმარისია კონკრეტული ამოცანის/გამოწვევის გადასალახად.
ჩემთვის პრიორიტეტულ მიმართულებას განეკუთვნება სტრესი და მასთან დაკავშირებული პრობლემები:
-
შფოთვა
-
დეპრესია
-
ძილის დარღვევები
-
ფობიები (შიშები)
-
ქცევითი აშლილობები
-
ადაპტაციის დარღვევები
-
სოციალური ფობიები
-
კვებითი დარღვევები
-
სხვადასხვა სახის ადიქციები
-
სტრესის შედეგად აღმოცენებული ფსიქოსომატური დაავადებები
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისა, ასევე ვმუშაობ ურთიერთობების პრობლემებზე, იქნება ეს წყვილებს შორის ურთიერთობის პრობლემა, შვილებთან ურთიერთობა, თუ სხვა.
მუშაობის ფორმატი: პირისპირ ან ონლაინ
ხანგრძლივობა: 1 საათი
მომსახურების ღირებულება: 100 ლარი
კონსულტაცია
კონსულტაციის მიზანია, დაინტერესებულ ადამიანს დაეხმაროს მისთვის ხელისშემშლელი გარემოების/ფაქტორის, გამომწვევი მიზეზის დადგენასა და პრობლემის/გამოწვევის გადალახვის ეფექტური გზის კონკრეტული სამოქმედო გეგმის შედგენაში.
კონსულტაციის მიმართულებები:
-
ოჯახური პრობლემები
-
პროფესიული გადაწვა
-
სტრესული გარემო სამსახურში
-
სტრესული სიტუაციების მართვა
-
ბავშვის/მოზარდის გარდატეხის ასაკთან დაკავშირებული პრობლემები
-
ტოქსიკური ურთიერთობები
-
კომუნიკაციის პრობლემები
-
ემოციების მართვის სირთულეები და ა.შ.
მუშაობის ფორმატი: პირისპირ ან ონლაინ
ხანგრძლივობა: 1 საათი
მომსახურების ღირებულება: 100 ლარი
ქოუჩინგი
პერსონალური ქოუჩინგი დაინტერესებულ ადამიანებს ეხმარება დაისახოს კონკრეტული მიზნები, შეიმუშაოს მიზნის მიღწევის საუკეთესო გზა, აღმოაჩინოს საკუთარი უნიკალური პოტენციალი და მოახდინოს საკუთარი პოტენციალის რეალიზება.
პერსონალური ქოუჩინგის სამუშაო მიმართულებები:
-
პროექტების, მიზნებისა და ამოცანების რეალიზების ხარისხის ამაღლება
-
ცხოვრების ბალანსის მიღწევა
-
მოტივაცია
-
ახალი გამოწვევების მიღება/გამკლავება
-
თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა
-
ხელის შემშლელი ფაქტორების, უმსჯელობების იდენტიფიცირება
-
საკუთარი ღირებულებების გაცნობიერება
-
კონკრეტული პროფესიული ამოცანის გადაწყვეტისათვის საჭირო სტრატეგიის შემუშავება
-
გარემოს შექმნა გუნდური მუშაობისათვის და სხვა
მუშაობის ფორმატი: პირისპირ ან ონლაინ
ხანგრძლივობა: 1 საათი
მომსახურების ღირებულება: 150 ლარი
წყვილების თერაპია
ფსიქოთერაპიული კონსულტაცია წყვილს ეხმარება ჰარმონიული ურთიერთობის შენარჩუნებაში. თერაპიის დახმარებით წყვილი ბევრად მარტივად და სწრაფად გამოდის კრიტიკული სიტუაციიდან, ვიდრე დამოუკიდებლად. მათი ურთიერთობა ხდება უფრო შეთანხმებული, სასიამოვნო და ბედნიერი. რაც მთავარია, წყვილების თერაპია მონაწილეებს ეხმარება თავიანთი უნიკალური და ეფექტური სისტემის კონსტრუირებაში და ამ ერთიანი სინერგიის ეფექტურად გამოყენებაში.
წყვილების თერაპიის ამოცანებია:
-
ემოციური ბალანსის მიღწევა;
-
სტრესის შემცირება;
-
კომუნიკაციის გაუმჯობესება პარტნიორებს შორის;
-
ერთიანი, სტაბილური და ჰარმონიული სისტემის/ოჯახის შექმნა/გააზრება;
-
პარტნიორების ინდივიდუალური პოტენციალის გააზრება;
-
პარტნიორებს შორის ნდობითი ურთიერთობების დამყარება და ინტერესების იდენტიფიცირება.
მუშაობის ფორმატი: პირისპირ ან ონლაინ
ხანგრძლივობა: 1 საათი
მომსახურების ღირებულება: 100 ლარი
მოზარდების ჯგუფები
გარდატეხის ასაკის კრიზისი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი პერიოდია. ამ დროს ხდება როგორც ფსიქიკური პროცესების, სააზროვნო სისტემის გადაწყობა, ასევე, სხეულში მნიშვნელოვანი ფიზიოლოგიური ცვლილებებიც მიმდინარეობს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ ასაკის თავისებურებების გადალახვა, რათა მოზარდს ხელი შევუწყოთ განვითარებაში, კრიზისული პერიოდის ჰარმონიულად გადალახვასა და საკუთარი ინტერესების იდენტიფიცირებაში.
ამ პერიოდის ეფექტურად გადალახვას ხელს უწყობს მოზარდის ინტერესების, პირადი საზღვრებისა და საკუთარი თავის გააზრება. სწორედ ამ ამოცანებს ემსახურება ჩემს მიერ შემუშავებული პროგრამები. ორივე პროგრამა აგებულია თანამედროვე ტექნიკებით და ორიენტირებულია ცოდნის კონსტრუირების უნარის განვითარებაზე.
პროგრამები ემსახურება ორი ძირითად მიმართულებას:
-
პიროვნული განვითარება (ვინ ვარ, რა მაინტერესებს და რას შემიძლია მივაღწიო)
-
წიგნიერება (ლექსიკის გამდიდრება, სხვადასხვა ტექსტების გააზრება, მსჯელობის უნარის გამომუშავება)
პროგრამები:
ზრდასრულების ჯგუფები
ხშირად ადამიანებს უჩნდებათ საზოგადოებასთან, სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან(ოჯახი, სკოლა, სამსახური, მეგობრები, საყვარელი ადამიან(ებ)ი) ურთიერთობის პრობლემები. ჯგუფური მუშაობა საშუალებას იძლევა მონაწილეებმა გაუზიარონ ერთმანეთს ცხოვრებისეული გამოცდილება, გამოწევებთან/პრობლემებთან გამკლავების ხერხები და ისწავლონ სხვების მაგალითზე.
ჯგუფური მუშაობა იძლევა შესაძლებლობას ადამიანებმა სხვისი თვალით შეხედონ საკუთარ თავს, პრობლემებს. შექმნან ურთიერთობის მოდელი (აქ და ახლა), გაითვალისწინონ სხვების რეაქციების მრავალფეროვნება, მათი საქციელის მიმართ და მიიღონ მხარდაჭერა ჯგუფის წევრებისაგან. ასე ნელ-ნელა, უმტკივნეულოდ ჩამოყალიბდება სოციუმთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები.
პროგრამები:
გუნდური ქოუჩინგი და ფასილიტაცია
მუშაობის ფორმატი, რომელიც ეხმარება ორგანიზაციის გუნდების გაერთიანებას, საწეთო მიზნის გარშემო. საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ყველა თანამშრომლის პოტენციალი, რესურსები, რათა მთლიანობაში გუნდმა უფრო სწრაფად და ეფექტურად მიაღწიოს დასახულ მიზნებს. ტექნიკები, რომლებიც საფუძვლად უდევს სესიებს, ასტიმულირებს თანამშრომელთა შემოქმედებით უნარებს და ახალ საფეხურზე აჰყავს კომუნიკაცია, ურთიერთქმედება გუნდში.
რა სახის ამოცანების გადაწყვეტა არის შესაძლებელი:
-
ერთიანი ხედვისა და მიზნების შემუშავება გუნდის ყველა წევრის ჩართულობით
-
კომპანიის, პროექტის, გუნდის მისიის ჩამოყალიბება, რომელიც ემსახურება თანამშრომელთა მოტივაციის ამაღლებას;
-
ამოცანების გააზრება და საკუთარი პასუხისმგებლობის გაცნობიერება გუნდის თითოეული წევრის მიერ
-
გუნდის თითოეული წევრის კომპეტენციისა და პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება
-
სამუშაო გარემოს და გუნდური სულისკვეთების გაუმჯობესება;
-
არსებული მიზნების განხორციელების გზების დასახვა, პასუხისმგელობების გადანაწილება და გეგმის შესრულების სტრატეგიების ერთობლივი შემუშავება
-
თანამშრომელთა სამუშაოში ჩართულობის, მათი მოტივაციის ზრდა და გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება
-
ახალი იდეების, ხედვებისა და მიდგომების გენერირება, რომლებიც ხელს უწყობს ორგანიზაციის განვითარებას
-
ორგანიზაციის განყოფილებებს შორის უფრო სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა
მუშაობის ფორმატი: ინდივიდუალური
ხანგრძლივობა: 4-6 საათი
მომსახურების ღირებულება: შეთანხმებით