top of page

SmART – the ART of Self-managementსაკუთარი თავის მართვის ხელოვნება

“SmART” - ახალი, თანამედროვე მიდგომებზე დაფუძნებული უნიკალური ფორმატის საგანმანათლებლო მასტერკლასები და ტრენინგებია, დატვირთული პრაქტიკული მექანიზმებით, სავარჯიშოებითა და ინსტრუმენტებით. პროგრამა ორიენტირებულია პიროვნული უნარების განვითარებასა და სხვადასხვა ტექნიკების სწავლებაზე, რათა დაინტერესებულმა ადამიანმა შეძლოს საკუთარი ცხორების ეფექტური მართვა, წარმატების მიღწევა.

რატომ SmART?

 

მეცნიერება - პრაქტიკული სავარჯიშოები ემყარება სამეცნიერო კვლევებს ნეიროფიზიოლოგიაში, სოციალურ ფსიქოლოგიაში, კოგნიტურ მეცნიერებაში, ადამიანის ქცეცის ევოლუციაში, ნეიროფსიქოლოგიაში და ნეიროლინგვისტურ პროგრამირებში.

 

ეფექტურობა - მასტერკლასებზე მიღებული ტექნიკები, ინსტრუმენტები და სავარჯიშოები საშუალებას აძლევს მსმენელს იმუშაოს ახალი ამოცანისა, თუ პრობლემის გადაწყვეტაზე. მსმენელებს ეძლევათ შესაძლებლობა გახდნენ მეტად ეფექტური საქმიანობის ნებისმიერ სფეროში.

ნებისმიერი უნარის განვითარებას დრო სჭირდება, ამიტომ მასტერკლასებზე განიხილება არა მხოლოდ კონკრეტული უნარის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი ტექნიკები, არამედ მსმენელები ეცნობიან კონკრეტულ სტრუქტურებსა და მოდელებს, რომელთა გამოყენებითაც შეძლებენ კონკრეტულ დროში მნიშვნელოვანი უნარის განვითარებას, მის ჩვევად ქცევას.

“SmART Life”

ოთხი მასტერკლასი:

  • მენტალური სამება

სამი ინსტინქტი, სამი ბაზისური უნარი, სამი მე სამ განზომილებაში (სხეული, გონება, სულიერება).

  • მენტალური ჰიგიენა

შემზღუდავი ფაქტორები, რწმენა-წარმოდგენები. სტრესის ვაქცინა, ემოციების სამზარეულო, დიალოგი საკუთარ თავთან და სამყაროსთან.

  • არჩევანი, თავისუფლების საზღვრები და ჩარჩოები

რა განსხვავებაა თავისუფლებასა და მონობას შორის? როგორ განვასხვავოთ რეალური სურვილები, თავს მოხვეულისაგან? კრიტიკული აზროვნება, როგორც სააზროვნო სისტემის გაფართოების საშუალება და ინოვაციის ბაზისი.

  • პიროვნული რე-კონსტრუქციიდან მიზნამდე

დაშალე და იბატონე; იჩქარე ნელა; ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი. მიზნის მიღწევის სტრატეგიები და ინსტრუმენტები.

  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page