top of page

ქართული კლასიკური ლიტერატურის კულტურული მემკვიდრეობის საიდუმლო

პროგრამის მიზანია, ქართველი კლასიკოსების ნაწარმოებების აღქმა-გააზრება, ნაწარმოებების ისტორიული კონტექსტისა და ამ ნაწარმოების მნიშვნელობის ანალიზი. ტექსტებთან შემოქმედებითი, ანალიტიკური, რეფლექსიური, კრიტიკული და სისტემური მიდგომის განვითარება; ქართული იდენტობის საკითხებზე მსჯელობა და განხილვა; კრიტიკული და სისტემური აზროვნების მეთოდებით ქართული კულტურული კაპიტალის ანალიზი.

 

პროგრამა შედგება 2 ნაწილისაგან: პირველი ნაწილი ორიენტირებულია თვითრეფლექსიის განვითარებაზე - ვინ ვარ? ამ ნაწილში მოზარდები შეისწავლიან სხვადასხვა ტექნიკებს თვითრეფლექსიის განსავითარებლად. მეორე ნაწილი, კი ქართული კლასიკოსების ნაწარმოებების განხილვას და ამ მხრივ, იდენტობის გააზრებას დაეთმობა, კულტურული მემკვიდრეობის კონტექსტში.

 

პროგრამის ფარგლებში განიხილება ილია ჭავჭავაძის, ალექსანდრე ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას, დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოებები და რა თქმა უნდა, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ მნიშვნელოვანი ეპიზოდები.

 

ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა - 6; (იხსნება მხოლოდ 1 ჯგუფი)

მონაწილეთა ასაკი - 15-17 წელი;

  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page