top of page
Writer's pictureNini Chachia

Ანარეკლების Სამყარო - დასაწყისი



Წარმოიდგინე უკიდეგანო სივრცე, რომელსაც არც საწყისი აქვს და არც დასასრული. ენერგია, რომელიც სხვადასხვა ანარეკლებს ქმნის და ნებისმიერ ფომრაში, ფერში, განცდაში, ემოციაში ან სულაც რაშიც გინდა იმაში გარდაიქმნება. ეს გარდაქმნები უსაზღვრო რაოდენობის ანარეკლების სახით მოძრაობენ, ზოგისთვის არსებობენ ზოგისთვის კი არა. Სამყარო სადაც ამ ანარეკლების დახმარებით საკუთარი ანარეკლი უნდა იპოვო და შემდეგ შენც ასარეკლი ენერგია შექმნა.... ამ სამყაროში პირველი რაც უნდა მოძებნო, შენი ენერგიაა ანუ, შენი მოძრაობის საწყისი წერტილი, ამ მოძრაობაში დედამიწაზე შენი მატერია შეიქმნა... ხო, შენი მატერია მხოლოდ შენი სხეული არაა, თუმცა ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბროთ. მხოლოდ ასეთ დროს ხდები სამყაროს ნაწილი და გეძლევა შანსი საწყის ენერგიას მიაგნო, ახალი შექმნა და უკიდეგანო სივრცეში შენი ადგილი დაიკავო...


- Სად ვარ?

- Ანარეკლების სამყაროში.

- Შენ ვინ ხარ? Მე ანარაკლი ვარ

- Საიდან იცი?

- ვგრძნობ, განვიცდი, ვმოძრაობ, ვირეკლავ და თან შენ მეკითხები

- და რა აზრი აქვს?

- Რაც გინდა ის ექნება...

- Რა სისულელეა...

- ეგეც აზრია. Აბა დაუკვირდი.

- Მაშინ მე ვინ ვარ? Მეც ანარეკლი ვარ?

- Რთული სათქმელია, ამას მე ვერასოდეს გეტყვი, შენ უნდა იცოდე. Შენ როგორ ფიქრობ ანარეკლი ხარ?

- Არ ვიცი... შენ როგორ მხედავ?

- Ხედვა უკვე ფორმაა, ანუ უსასრულო სამყაროს ანარეკლებიდან არეკლილი ხარ, შენ როგორი გინდა დაგინახო?

- Ადამიანი ვარ...

- Საინტერესო ანარეკლების სამყაროდან ყოფილხარ..

- Სულაც არ არის საინტერესო... უაზრო და მოსაწყენია...

- Მაშ ეგ აგირეკლავს...

- Მე არაფერს ვირეკლავ. Ადამიანი ვართქო. Ან საერთოდ ვინ ხარ? Დამენახე! Აი უკვე გავგიჟდი და ჰალუცინაციები დამეწყო? Დავიკარგე? Ვის ვესაუბრები ან სად ვარ? Დავიკარგე... ავირიე...

- Დამშვიდდი. Ანარეკლების ადამიანთა სამყაროში თუ ანარეკლების მართვა არ შეგიძლია, შესაძლოა მართლაც დაიკარგო, მხოლოდ სხვადასხვა ანარეკლები აირეკლო და ფორმა ვერ მისცე. Ხშირად ასეც ხდება დედამიწელებთან. Დედამიწელები ამ ანარეკლში ადამიანების სამყაროს წარმომადგენლები არიან. Საოცარი სამყაროა. Ორი ანარეკლი თავიანთი ენერგიის ახალ ანარეკლს ქმნის, თუმცა ახალმა ანარეკლმა ეს თავიდან არ იცის და შესაძლებელია ისე იარსებოს, რომ ვერ გაიგოს...

- Ეგ როგორ?

- როგორც უკვე გითხარი, Თავიდან ორი ანარეკლისაგან ადამიანთა სამყაროში ფორმა იქნება. Მას სხეული ეწოდება და ამ სხეულში სამყაროს ენერგიის შინაარსს სხეულის მეპატრონე აძლევს დროთა განმავლობაში.... თუმცა ისეც ხდება რომ ახალი სხეულის შინაარსის ან საზრისის მიცემას სხვა ანარეკლები (ის ანარეკლები, რომლებისაგანაც შეიქმნა ახალი ანარეკლი) ცდილობენ და ამ დროს გაურკვეველი, ძალიან პატარა, ხშირად უშინაარსო, ეფემერული და ამის გამო შავი ენერგია იქმნება. Შავით ადამიანის ენაზე, ასევე უარყოფითი, ნეგატიური და მოსაწყენი განცდები იხსნება. Შავი მეტაფორაა და ანარეკლების შთანთქვას ნიშნავს. Ანუ ენერგია რომელიც მხოლოდ შთანთქავს და აღარ ირეკლავს...

- Რა სიგიჟეა...


Ეს დასაწყისი ბევრი ადამიანისათვის არაფრის მთქმელი სისულელე, ან ბრძნულ აზრებში შენიღბული, საკუთარ თავში დარწმუნებული თვითმარქვია ადამიანის სიტყვების რახარუხი აღმოჩნდება. Ზოგისთვის კი სიგიჟე.

Თუ ასე ფიქრობ შეჩერდი და აღარ გააგრძელო. Რატომ? Დროს დაკარგავ და ვერაფერს მიიღებ. Ეს ტექსტი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც ცდილობს საზრისი იპოვოს და ამით სიცოცხლე უფრო საინტერესო გახადოს. Აქვე ავღნიშნავ, რომ ეს ხედვა ერთ-ერთი ჩემეული ანარეკლია სამყაროს ენერგიის და არ აქვს ჭეშმარიტებაზე განაცხადი. Თუმცა, ჩემს ანარეკლებში ჭეშმარიტებაც არ არსებობს, თუ ის მხოლოდ ერთადერთ მოცამულობად უნდა არსებობდეს და სწორედ ეს მხიბლავს მასში, ან შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში ჭეშმარიტების მრავალი ანარეკლი, ფორმა, ფერი, განცდა და ენერგია მოძრაობს, რაც სიცოცხლეს კიდე უფრო მეტ ინტერესს და შინაარსს ანიჭებს.


Მაშ თუ ანარეკლების სამყარო შენთვის საინტერესოა, მოდი, ამ რაკურსიდან ავირეკლოთ ჩვენი სამყარო და ვიპოვოთ თითოეული ანარეკლისათვის საკუთარი საზრისის ძიების სახელმძღვანელო.


Როგორ იქმნება თითოეული ანარეკლი


Მთავარი საფრთხე ანარეკლების სამყაროში.


Მთელი საოცრება ისაა, რომ ანარეკლები არა მხოლოდ ანარეკლებისაგან იქმნება, არამედ შავი ენერგიისაგანაც. Შავი ენერგიის შესახებ ადამიანების სამყაროში ზევით გიამბე. Ორი სხეულის შერწყმა ახალი ფორმის დაბადებას იწვევს. ეს ფორმა უკვე თავისთავად ორი არეკლილი სხეულის ენერგიას და მათი გაერთიანებით სრულიად ახალ, ემერჯენტულ ენერგიას ქმნის. Ეს ენერგიაც ცვალებადია და მრავალფეროვანი. Ეს კი მატერიის გარდა ანარეკლების სხვადასხვა სახეს, ფორმას, შინაარსის გაერთიენებებს ქმნის. Გაერთიანებებიც ერთმანეთში ახლართულია, თითოს ქაოტურია, თუმცა ამ ქაოსში სხვადასხვა კავშირებისაგან შექმნილი სისტემები იბადება და ასე უსასრულოდ.


Თითოეული ანარეკლის ენერგია დამოკიდებულია თუ რამდენად აირეკლავენ მას სხვა ანარეკლები და სწორედ მთავარი საფრთხე აქ ჩნდება. Წარმოიდგინეთ როგორ უნდა იციმციმოს ანარეკლმა, ან ანარეკლებისაგან შექმნილმა კავშირებმა, როგორ უნდა მიიზიდოს სხვა ანარეკლი და ასევე როგორ უნდა შეძლოს ამ ახალ ანარეკლთან გაერთიანება ისე რომ ახალი ანარეკლის შინაარსი არ შთანთქას. Უკვე მეც ავიხლართე ამ ანარეკლების სისტემაში, ამიტომ აქ შევჩერდები და იმედია ცოტა მაინც გასაგებად აგიხსენით.


Ყველაზე რთული ამ დაუსრულებელი, ქაოსური ენერგიების მოძრაობებში და კავშირებში, ანარეკლისა და რეალური მატერიის გარჩევაა, Რადგანაც კავშირები ხშირად ცდილობენ მხოლოდ თავიანთი ანარეკლის ენერგიის დემონსტრირებას. Სწორედ აქ, ადამიანურ ენაზე თუ მოვთარგმნით მთავარი , ალბათ ადამიანების სამყაროში, ყველაზე დიდი გამოწვევა ჩნდება - ვინ ვარ მე? Რა აზრი მაქვს? Რა კავშირში ვარ სამყაროსთან, გარემოსთან? Რა მინდა? Რატომ მინდა? Რას ვირეკლავ? Რას ვტრანსლირებ და უამრავი მსგავსი შეკითხვა...


Როგორ დავიწყოთ ანარეკლების სამყაროში ჩვენი მატერიისა და ანარეკლის შექმნა? შინაარსის, რომელიც მთელ უსასრულო სამყაროს ანარეკლებისაგან თავის უნიკლაურ საზრისს ქმნის?


Პირველი ნაბიჯი რასაც ანარეკლების სამყაროს წარმომადგენელი აკეთებს, სამყაროს ანარეკლების მრავალფეროვნებას აღიარებს, მერე იწყებს ამ ანარეკლების გაცნობას, თავისი მატერიის ძიებას და შემდეგ ახალი სამყაროს ანარეკლს ქმნის.


- Ანუ შენ რას მეუბნები, რომ უნდა ვაღიარო რომ ანარეკლი ვარ?

- Თუ ანარეკლების სამყარო შენთვის მნიშვნელოვანია ან საინტერესოა, მაშინ კი - ანუ სამყაროს ანარეკლებისაგან შექმნილი ინდივიდუალური მატერია და თან ანარეკლი ხარ, თუ არა და დაივიწყე ანარეკლების სამყარო და სამყაროს შენთვის მისაღები შინაარსი შექმენი...

- Და როგორ გავიგო ვინ ვარ, სად არის სამყაროს ანარეკლი, სად არის ჩემი ანარეკლი და სად არის მატერია?

- Თითოეული ანარეკლი 3 სივრიცის დახმარებით იქმნება და მოდი ჯერ ამაზე მოგიყვები. Ისიც გახსოვდეს რომ ყველა ანარეკლს თავისი სიჩქარე და თავისი სიკაშკაშე აქვს, ამაზეა დამოკიდებული შენი ანარეკლის სიმკვეთრე, თუმცა შენი ანარეკლიც არასოდესაა მუდმივი, ის სამყაროს მოძრავი ენერგიებისაგან მუდმივად იცვლება. Მოძრაობას კი საზრისი განსაზღვრას, რომელსაც შენს გარდა ვერავინ მიანიჭებს. რაც მთავარია უნდა გახსოვდეს თითეული ანარეკლი ინდივიდუალურ მატერიას ქმნის ან პირიქით, ვინ იცის... Სწორედ ამ შინაარსის ძიება იძლევა სამყაროს მრავალფეროვნების შეგძნებას და ინტერესს. Როდესაც შეიძლება შავი ენერგიის ანარეკლებიდან სრულიად ფერად ანარეკლად გარდაისახო, იკაშკაშო და პირიქითაც.

- ჰმმმმმ

- Სანამ ოდნავ მაინც შეგრჩა ინტერესი ანარეკლების სამყაროს შესახებ, მოდი როჯერ ზელაზნის “ამბერის ქრონიკების” პირველი წიგნი წაიკითხე - “Ამბერის 9 პრინცი”. Გთხოვ, პირდაპირ ნუ მიიღებ იმ შინაარსს რაც ტექსტებშია, შენი ანარეკლი შემქენი, რათა შავ ენერგიად არ გადაიქცე. Ჩემი ანარეკლი ამ ტექსტის ასეთია, რამდენიმე მინიშნებას მოგცემ.


“ამბერი! ამ სიტყვაში რაღაც ცოცხალი და ძლევამოსილი ენერგია ფეთქავდა.” - აქ ანარეკლების სამყაროს მთავარი მინიშნებაა დაშიფრული, რათა ბნელეთის ძალებმა ვერ მოახერხონ მისი მიგნება. Ბნელეთის ძალებზე სხვა დროს მოგიყვები. Მანამდე კი დაიმახსოვრე, ადამიანების ანარეკლების სამყაროში ყველა ანარეკლს თავისი საწყისი ამბერი ჰყავს და მას უნდა მივაგნოთ. Ის კი ჩვენშია, ჩვენი სამყაროს ანარეკლებისაგან შემქნილი, ჩვენი ადამიანური ცხოვრების მატერია.


Აქვე გეტყვი, რომ მხოლოდ “ამბერის ქრონიკები” არ არის ანარეკლების სამყაროს მაგიური წიგნი. Ბევრია მსგავსი და დროდადრო მოგითხობ თითოეული ჩემს მიერ არეკლილის შესახებ. Დღეს კი ეს ანარეკლი გაიზიარე ან აირეკლე და ანდა მოიშორე.


“ერთია ანარეკლი და მეორეა მატერია. სწორედ ესაა ცხოვრების დედააზრი. მატერიალური მხოლოდ ამბერია - რეალურ მიწაზე მდგომი რეალური ქალაქი, სადაც ყველაფერია. ანარეკლები კი უსასრულო რაოდენობით არსებობს. ამბერს ყველა მიმართულებით ურიცხვი ანარეკლი აქვს გამოსროლილი. ვინ იცის, რა არის მის მიღმა? ანარეკლები ამბერიდან ქაოსამდეა გადაჭიმული და მათ შორის ყველაფერი შესაძლებელია. მათი გავლის მხოლოდ სამი გზა არსებობს და სამივე გზა ურთულესია. თუ შენს ძარღვებში მეფური სისხლი ჩქეფს, ადვილად შეძლებ ანარეკლისათვის სახის შეცვლას და მისთვის სასურველი იერის მინიჭებას. ამგვარად, ანარეკლი შენი საკუთარი ქმნილება ხდება და ამ სამყაროში რასაც მოისურვებ იმას გააკეთებ, თუ ბუნებრივია, საქმეში შენი ნათესავები არ ჩაერევიან” - აქ მინიშნებას მოგცემ, თუ შენს ძარღვებში მეფური სისხლი ჩექეფს ნიშნავს, რომ შენმა შემქნელმა ანარეკლებმა, ანუ მშობლება შენი შექმნის მომენტიდან, ან თუნდაც მერე აღიარეს შენი თავისუფლება და ამ თავისუფლების ძიების გასაღები გადმოგცეს, რითაც შენი სამყაროს მატერიას ქმნი დედამიწაზე. “მეორე გზა კარტია. ისინი შტრიხის ოსტატმა, დვორკინმა შექმნა, რომ სამეფო ოჯახის წევრებს ნებისმიერ დროს შეძლებოდათ ერთმანეთის ნახვა. დვორკინი ძალიან ბებერი იყო. მისთვის სივრცესა და პერსპექტივას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. დვორკინმა დახატა საგვარეულო კოზირები, რომლებიც ერთმანეთის ნებისმიერ დროსა და ადგილას ნახვის საშუალებას გვაძლევდა. ხშირად ისეთი გრძნობა მეუფლებოდა, თითქოს კარტს უამრავი სხვა შესაძლებლობაც ჰქონდა, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცოდით.” - მინიშნება: ეს გზა განმანათლებლების, მენტორების, მაგების ან სხვა ოსტატების დახმარების შედეგია, სადაც ოსტატი შენი ცხოვრების ხატვას გასწავლის და/ან შენი კარტების ამოცნობას. Ამ სივრცეში უამრავი თვითმარქვია, ანარეკლებზე ცალკე ვისაუბროთ. “მესამე საშუალება ლაბირინთია. ისიც დვორკინის ქმნილებაა და მასში გავლაც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრს შეუძლია. ლაბირინთი გამვლელს კარტის სისტემაში სვამს, ხოლო გამოსასვლელი ანარეკლებში მოგზაურობის საშუალებას აძლევს. კარტიცა და ლაბირინთიც მატერიიდან ანარეკლებში გადასვლის მყისიერი საშუალებებია. გადაადგილების სხვა გზები ბევრად უფრო რთულია”. Მინიშნება - ეს გზა თვითრეფლექსიაა, სადაც თუ არ იცი რომ ხარ, თუ არ მოძრაობ, ვერ იმოგზაურებ.



Სადღაც შორს, უკიდეგანო სივრცეში, რომელსაც არც დასაწისი ჰქონდა და არც დასარული, მოძრავი და მოციმციმე მრავაფეროვანი ენერგიები სხვადასხვა ფორმებსა და სქემებს ქმნიდნენ, რომლებიც ხან ობობის ქსელებს და ხანაც სრულიად ქაოტურ სისტემებს წააგავდნენ. Თუმცა მათი ცქერის დროს ყოველთვის გრძნობ, რომ არსებობს რაღაც სისტემა ამ მოძრავ ქაოსში, რომელსაც ვერ ხედავ, მაგრამ განიცდი და ამ განცდას და ქაოსში დანახულს, თუ განცდილ სისტემას, ცხოვრება ეწოდება.


Გაგრძელება იქნება...


Ამ ტესქსტის წერის დროს ჩემს დას, რომელიც სამყაროში ალბათ ჩემი ერთ-ერთი მთავარი სიყვარულია, უთენია დილას ერთმანეთის მოკითხვისას მივწერე - თუ წარმოიდგენ ისეთ სამყაროს, რომელსაც არც საწყისი აქვს და არც სასრული და ამ სამყაროში ერთერთი უკიდეგანო ანარეკლი ჩემი შენდამი სიყვარულია, მაშინ მიხვდები, განიცდი და იგრძნობ როგორ მიყვარხარ...

-ვახ ეს რა სიბრძნე დამაბრეხვე დილიდანო - მომწერა

-ანარეკლების თეორია მოვიფიქრე ღამითთქო - ვუპასუხე

Უი, შენი დაწერილია - მომწერა

Კი - მივწერე

Wow – მიპასუხა და ზუსტად ვიცი, ზუსტად აირეკლა ის ენერგია რასაც მის მიმართ განვიცდიდი.


1 Comment


Iveta Tsitashvili
Iveta Tsitashvili
Jul 01, 2023

❤️

Like
  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page