top of page
Writer's pictureNini Chachia

პანიკური შეტევები - სიმპტომები და მართვა


პანიკური შეტევა შიშის ან დისკომფორტის ეპიზოდია, რომელიც იწყება უცბად, მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით:


· გულისცემის უეცარი გაძლიერება და გახშირება;

· ტკივილი გულ-მკერდის არეში;

· უეცრად წარმოშობილი, უმიზეზო საფრთხის შეგრძნება;

· განგაშის განცდა, შფოთვა;

· მარტო დარჩენის შიში;

· სიკვდილის გადაულახავი შიში;

· მოჭერითი და მოვლითი ტკივილი ეპიგასტრიუმში;

· კიდურების დაბუჟება;

· ტრემორი;

· გაძლიერებული ოფლდენა;

· თავბრუსხვევა;


თანამედროვე ფსიქოთერაპია პანიკას, როგორც პრობლემას განიხილავს კლინიკური და სოციალური კონტექსტების ერთიანობაში. პანიკას შესაძლოა ჰქონდეს თავისი დანიშნულება, საზრისი - სხვაგვარად შევხედოთ ცხოვრებას, დავინახოთ, გავაცნობიეროთ მისი მნიშვნელობა. შევინარჩუნოთ ძირითადი ემოციურ-ქცევითი საყრდენი, რასაც ხშირად ვკარგავთ მიუღწეველი მიზნებისკენ სწრაფვით.


პანიკურ შეტევას საფუძვლად უდევს ქრონიკული, გაუცნობიერებელი შფოთვითი აშლილობა, რომელიც განპირობებულია შინაგანი, ემოციური დაძაბულობით. პანიკური შეტევა ძირითადად 10 წუთის მანძილზე გრძელდება, თუმცა ეს დამოკიდებულია ინდივიდის ფსიქო-ემოციურ განწყობასთან და შესაძლოა უფრო დიდხანსაც გასტანოს.


როგორ გავუმკლავდეთ პანიკურ შეტევას?


პანიკური შეტევის მართვის პირველი ნაბიჯია იმის ცოდნა, თუ რა იწვევს შეტევას. გააანალიზეთ რაზე შფოთავთ, რა იწვევს სტრესს და დაძაბულობას. არის თუ არა კონკრეტული სიტუაციები ან ადგილები, რომელიც გაშინებთ ან გძაბავთ? ეს ცოდნა დაგეხმარებათ დაფიქრდეთ ამ სიტუაციებთან გამკლავების გზებზე.


1. ფოკუსირდით სუნთქვაზე


მუცლით სუნთქვა ძალიან ამშვიდებს და გვეხმარება ჟანგბადის ფილტვებში ღრმად შეყვანაში. სცადეთ ეს მარტივი 3-საფეხურიანი სავარჯიშო:

ხელი დაიდეთ მუცელზე

ჩაისუნთქეთ ცხვირით ნელა, 5 წამის განმავლობაში, 2 წამის განმავლობაში შეიკავეთ სუნთქვა და ამოისუნთქეთ პირით 5 წამის განმავლობაში. გაიმეორეთ 5-ჯერ.


2. გადაიტანეთ ყურადღება, კონცენტრაცია


პანიკის შეტევებმა შეიძლება გამოიწვიოს რეალობის დაკარგვის შეგრძნება. სცადეთ ყურადღება მიმართოთ თქვენთვის კარგად ნაცნობ ფიზიკურ შეგრძნებებზე, მაგალითად თქვენი ჯინსის სტრუქტურის ხელებით შეგრძნებაზე ან სანაპიროზე ცხელ ქვებზე წოლაზე. ეს დაგეხმარებათ იმის გარკვევაში ვინ ხართ და სად იმყოფებით.


აირჩიეთ ერთი საგანი ოთახში და დააკვირდით მის ფორმას, ფერს, ზომას. მთელი ყურადღება გადაიტანეთ მასზე და შესაძლოა, ამ გზით პანიკის სიმპტომები განმუხტოთ.


3. გამოიყენეთ კუნთების მოდუნების ტექნიკა


ნელ-ნელა მოადუნეთ თქვენი სხეული ფეხის თითებიდან შუბლამდე. ღრმა სუნთქვის მსგავსად, კუნთების მოდუნების ტექნიკას შეუძლია შეაჩეროს თქვენი პანიკური შეტევა თქვენი სხეულის მაქსიმალურად კონტროლით


პანიკური შეტევის სიმპტომების მქონე ადამიანი პირველ რიგში ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიერ უნდა შეფასდეს. თუ სიმპტომების გამომწვევ მიზეზად ვერ მოიძებნა ფიზიკური დაავადება ან კონდიცია, ბავშვი შეიძლება ფსიქიატრთან გადამისამართდეს შეფასებისთვის. დიაგნოზის დადგენის შემდეგ, ექიმი მკურნალობის კურსს დაგინიშნავთ, რომელიც ფსიქოთერაპიასა და მედიკამენტებს შეიძლება მოიცავდეს.


სწორი მკურნალობით, პანიკური შეტევების შეწყვეტა შესაძლებელია. ადრეულ ჩარევას სერიოზული გართულებების თავიდან აცილება შეუძლია.



ჩემთან ვიზიტის დასანიშნათ დამიკავშირდით: +995 595 75 11 22


ბევრ სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდით ჯგუფში "თვითგანვითარების მეგზური":

გამომყევით სოციალურ ქსელებში და მოიწონეთ ჩემი გვერდები:


Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page