შვებულება, ისევე როგორც ნებისმიერი ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი მოვლენა წინასწარ დაგეგმილი უნდა გვქონდეს. ბევრს ჰგონია, რომ შვებულება ფუფუნებაა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ შვებულება აუცილებელი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში, რაც უზრუნველყოფს წარმატებულ, ჰარმონიულ, ბედნიერ და ჯანსაღ ცხოვრებას.
პირველ რიგში მნიშვნელოვანია განვიხილოთ თუ ვინსთან ერთად, როგორ და რა კრიტერიუმების მიხედვით ვაპირებთ შვებულების გატარებას. თუმცა, აქვე მინდა ავღნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა ოჯახი, გვყავს თუ არა შვილები, მნიშვნელოვანია შვებულების დროს რამდენიმე დღე მაინც მხოლოდ საკუთარ თავს დავუთმოთ. რადგანაც მხოლოდ ასეთ ვითარებაში შვეძლებთ იმ რუტინული პასუხისმგებლობებისაგან გათავისუფლებას, რაც ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ახლავს.
მიუხედავად იმისა რომ შვილები, ოჯახი ჩვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ბედნიერების მთავარი წყაროა, იმისათვის რომ ჩვენ რეალურად შევძლოთ დასვენება, მნიშვნელოვანია ამ სივრციდანაც გასვლა თუნდაც ერთი-ორი დღით და მხოლოდ საკუთარ თავზე და საკუთარ სიამოვნებაზე ორიენტირება. ეს საშუალებას მოგვცემს ეფექტურად განვიტვირთოთ, დავისვენოთ და განახლებული ძალებით გავაგრძელოთ საკუთარი ჰარმონიული, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრების კონსტრუირება.
შვებულების გადგეგმვის დროს მნიშნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ისეთ აქტივობებზე, როც ჩვენ სიამოვნებას მოგვანიჭებს და ასევე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რიტმს შეცვლის. ანუ, შვებულების მთავარი ამოცანაა დავიმუხტოთ რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოციებით და შევქმნათ ჩვენი ბედნიერების ჰორმონების დიდი საცავი/რეზერვი :) .
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, შესაბამისად არ არსებობს კონკრეტული რეკომენდაციები თუ როგორ უნდა დაისვენოს ადამიანმა, ანუ რა უნდა გააკეთოს. ამ ბლოგში მინდა რამდენიმე ტექნიკურ დეტალზე გავამახვილო ყურადღება, რაც ხშირად ყურადღების მიღმა რჩება და ხელს უწყობს შვებულების შემდგომი სტრესის გახანგრძლივებას.
უკვე აღვნიშნე, რომ მთავარი ამოცანაა სიამოვნების, ბედნიერების და აღფრთოვანების ემოციების დიდი რაოდენობა შვებულების დროს, თუმცა მნიშნელოვანია ასევე რამდენიმე ტექნიკური დეტალის გათვალისწინება:
1. შვებულების დაგეგვმა და მზადება შვებულებაში გასვლამდეა აუცილებელი. ფინანსების მობილიზებაზე, დასვენებისთვის შესაბამისი ადგილის შერჩევასა თუ გამგზავრებაზე წინასწარ იფიქრეთ. ხშირად აღმოჩნდება, რომ შვებულების პირველი რამდენიმე დღე სწორედ ორგანიზაციული და ტექნიკური მხარეების მოგვარებას ეთმობა, რაც თავის მხრივ, იწვევს გაღიზიანებას, რომ ნანატრი დღეები იკარგება და გადაღლას, რადგან შვებულებისთვის მომზადება, თანაც მოკლე დროში შრომატევადია და დიდ ძალისხმევას ითხოვს.
2. შვებულების დაგეგმვვის დროს უნდა განვსაზღვროთ ვისთან, როგორ და სად ვისვენებთ. ასევე დასვენების გააზრებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს პერიოდი უნდა მოიცავდეს, როგორც ფიზიკურ დასვენებას, ასევე ემოციურს და კოგნიტურს;
3. შვებულებაში გასვლამდე მოაწესრიგეთ თქვენი საცხოვრებელი ადგილი, სახლი, რათა შვებულების მერე არ მოგიწიოთ ამ აქტივობის გამო გადაღლა;
4. ფინანსების მაქსიმალურად გონივრულად გადანაწილება – შვებულებაში ხშირად იხარჯება როგორც სპეციალურად განკუთვნილი ფული, ისე მომდევნო ხელფასამდე სამყოფი თანხა. ფინანსურმა უკმარისობა ხელს უწყობს დეპრესიული ფონის აღმოცენებას.
5. შვებულების დასრულებისთვის ასევე საჭიროა მომზადება: ქალაქიდან გასვლის შემთხვევაში სამსახურის დაწყების წინა დღეს დაბრუნება ნიშნავს ქაოსს, უწესრიგობას, უძილობას, საჭირო საქმეების ექსტრემალურ რეჟიმში მოგვარებას, რაც შეიძლება არათუ მეორე დღეს, არამედ მთელი კვირის მანძილზე ცუდად აისახოს ფიზიკურ და ფსიკიკურ ჯანმრთელობაზე.
6. დღის რეჟიმის მოწესრიგება - შვებულების შემდგომ პირველ დღეებში ადამიანს ასევე სჭირდება დასვენება და დრო, რომ ადაპტირდეს სამუშაო გარემოში, ამიტომ ყველაზე რთული საკითხების გადაჭრა და მძიმე სამუშაოს შესრულება სამსახურში გასვლის პირველ დღეებში არ ღირს.
იმედია ეს რეკომედაციები გამოგადგებათ და დაუვიწყარ, პოზიტივით სავსე შვებულებას გაატარებთ.
ნინი ჭაჭია - ფსიქოლოგი/ფსიქოთერაპევტი, სერიტიფირებული ქოუჩი, კრიტიკული აზროვნების სკოლის დამფუძნებელი.
ჩემთან ვიზიტის დასანიშნათ დამიკავშირდით: +995 595 75 11 22 ვიზიტის ღირებულება - 100 ლარი.
ბევრ სხვა საინტერესო თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდით ჯგუფში "თვითგანვითარების მეგზური":
გამომყევით სოციალურ ქსელებში და მოიწონეთ ჩემი გვერდები: https://www.instagram.com/nini_chachia/
Comments