top of page
Writer's pictureNini Chachia

7 ნიშანი იმისა, რომ ფსიქოლოგის დახმარება გჭირდებათ

Updated: Dec 8, 2022


ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) რეკომენდაციას იძლევა მიმართოთ ფსიქოლოგს, როდესაც ცხოვრებაში რაიმე მოვლენა, ან მოცემულობა იწვევს სტრესს და ხელს გიშლით დაბალანსებულ ცხოვარებში (თქვენი ცხოვრების რომელიმე სფეროს), განსაკუთრებით მაშინ, როდესაც:

  • პრობლემაზე ფიქრს, ყოველდღიურად, თქვენი დროის ერთი საათს ან მეტს უთმობთ;

  • საკითხი (პრობლემა/გამოწვევა) იწვევს უხერხულობის განცდას და გარიყულობას საზოგადოებისაგან;

  • პრობლემამ გამოიწვია თქვენი ცხოვრების ხარისხის დაქვეითება;

  • უარყოფით ზეგავლენას ახდენს თქვენს ურთიერთობებზე, სკოლაში მოსწრებაზე, სამსახურებრივ მიღწევებზე და ა.შ.;

თუ თქვენ განიცდით ზემოთ აღწერილ სიმპტომებს, მჯობესია მიმართოთ ფსიქოლოგს. თუ ხვდებით, რომ აღნიშნული გამოწვევები აკონტროლებენ თქვენს ცხოვრებას და ზიანს აყენებენ თქვენს ემოციურ მდგომარეობას, განსაკუთრებით მნიშნელოვანია დაიხმაროთ სპეციალისტი.


7 შესაძლო ნიშანი იმისა, რომ დროა ფსიქოლოგს მიმართოთ:


1. გადატვირთვა: თქვენ გრძნობთ, რომ ძალიან ბევრი საქმე და გამოწვევა გაქვთ, რომელსაც უნდა გაუმკლავდეთ. გრძნობთ, რომ არა მხოლოდ დასვენება აღარ შეგიძლიათ, არამედ სუნთქვაც კი გიჭირთ. სტრესმა და გადატვირთვამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.


2. გადაღლა: ეს სიმპტომი ჩნდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის დროს და თან სდევს მას. ის შესაძლოა მიგვანიშნებდეს დეპრესიაზე. გადაღლა იწვევს ჩვეულებრივზე მეტ ძილიანობას და გაღვიძებისთანავე დაღლის შეგრძნებას.


3. ხშირი ბრაზი, სიფიცხე, მრისხანება ან წყენა: მოკლევადიანი ბრაზი სულაც არ არის საზიანო. სპეციალისტის ჩართვა აუცილებელი ხდება, როდესაც ეს ნეგატიური ემოციები აღარ ქრებიან სიტუაციის/ვითარების ცვლილების მიუხედავად, გვიბიძგებენ ძალადობრივი, ან პოტენციურად მავნე ქმედებებისაკენ.


4. შფოთვა, ან აკვიატებული აზრები: დრო და დრო გარკვეულ საკითხებზე ღელვა და შფოთვა ნორმალურია, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შფოთვა იკავებს თქვენი დღის დიდ ნაწილს, ან იწვევს ფიზიკურ სიმპტომებს, აუცილებელია მიმართოთ სპეციალისტს.


5. აპათია: ცხოვრების მიმართ ინტერესის დაკარგვა. ეს ხშირად მიუთითებს ისეთი ფსიქიკური დარღვევების არსებობაზე, როგორიცაა შფოთვა ან დეპრესია.


6. უიმედობა: მოტივაციის დაკარგვა, ან შეგრძნება იმისა, რომ მომავალი არ გაქვთ შესაძლოა მიგვითითებდეს დეპრესიაზე ან სხვა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემაზე; დრო და დრო, მოტივაციის ნაკლებობის შეგრძნება, ნორმალურია. საგანგაშო ვითარება მაშინაა, როცა უიმედობას ქრონიკული, ან ხშირად განმეორებითი ხასიათი აქვს.


7. სოციალური იზოლაცია/გარიყულობის განცდა: მარტო დარჩენის სურვილი ბევრ ადამიანს უჩნდება და ეს ნორმალურია. მარტო ყოფნის დროს ჩვენს ვისვენებთ, ან ვმსჯელობთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით და ა.შ. საგანგაშოა ვითარება, როდესაც თქვენ სხვა ადამიანებთან ყოფნის დროს განიცდით ნეგატიურ შეგრძნებებს, უხერხულობას, სხვა ადამიანებთან ერთად ყოფნის შიში გაქვთ.

თუ თქვენ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები აღგენიშნებათ, სასურველია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან. არ არის აუცილებელი ყველა სიმპტომის არსებობა.

რა ბენეფიტი/სარგებელი შეიძლება მიიღოთ თერაპიისაგან:

  • გაიგებთ მეტს საკუთარი თავის შესახებ. ისწავლით, როგორ მართოთ თქვენი ცხოვრება და არა სიმპტომებმა, ემოციებმა მართონ ის; დაინახავთ თქვენს შესაძლებლობებს, ძალას და ინდივიდუალურობას;


  • თერაპია დაგეხმარებათ მიზნები სმიღწევაში. თუ არ ხართ დარწმუნებული თქვენს მიზნებში, თერაპია დაგეხმარებათ მათ გარკვევასა და რეალისტური ნაბიჯების გადადგმაში.


  • თერაპია დაგეხმარებათ სრულფასოვანი ურთიერთობების შექმნაში/დამყარებაში; სხვებთან დაკავშირებული სირთულეების მოგვარებაში, როგორიცაა ურთიერთობებში დაუცველობის განცდა, ან პარტნიორებისადმი ნდობის სირთულე.


  • დიდი ალბათობით, გაუმჯობესდება თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. კვლევები ადასტურებენ, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები დიდ ზეგავლენას ახდენენ ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც.


  • თერაპიამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება. თუ თქვენ გრძნობთ, რომ რაღაც ხელს გიშლით იცხოვროთ თქვენთვის სასურველი ცხოვრებით, თერაპია დაგეხმარებათ აღმოაჩინოთ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი და დაძლიოთ ის. თუ არ ხართ დარწმუნებული, რა გიშლით ხელს ცხოვრებაში, თერაპია დაგეხმართებათ პასუხის პოვნაში.

Comments


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page