top of page
  • Writer's pictureNini Chachia

თქვენ რომელი ხართ, ახალი წლის მოყვარული თუ “გრინჩი”?


თქვენ რომელი ტვინი გაქვთ: „წინასაახალწლო ტვინი“ თუ „გრინჩის“ ტვინი


ახალი წელი დიდ სამზადისთან და რაღაც ჯადოსნურ განწყობასთან ასოცირდება ძირითადა, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ უყვართ არც „ჯადოსნური“ წინასაახალწლო სამზადისი, ასეთ ადამიანებს ხშირად „გრინჩებადაც“ მოვიხსეინებთ.



2015 წელს, კოპენჰაგენის უნივერსიტეტში, მეცნიერებმა ჩაატრეს მცირე კვლვა, რომლის შედეგადაც პირვლად შემოიღეს ტერმინი “წინასაახალწლო ტვინი”. კვლევაში ჩაერთო 20 პირი, რომელთა ნახევარიც აღნიშნავდა ახალ წელსა და შობას, ხოლო მეორე ნახევარი - არა. ცდის პირებს წარუდგინეს ახალი წლის და ნაძვის ხის სხვადასხვა ფოტოები და ნახატები. ადამიანთა იმ ნაწილს, რომლებიც აღნიშნავენ ახალ წელს, ფოტოების ნახვისას ტვინში აღენიშნათ აქტივობა, რომელიც ძალიან გავდა სტრესულ გამღიზიანებელზე საპასუხო რეაქციას. მათ სხეულში მოიმატა იმ ჰორმონების დონემ, რომლებიც სტრესზე ტვინის მიერ გამომუშავებულ პასუხს წარმოადგენენ (კორტიზოლი და ადრენალინი).



ამ მცირე კვლევის შედეგეის მიხედვით, „გრინჩობის“ მიზეზი ტვინში იმალება. არის ვარაუდი, რომ “გრინჩები” უბრალოდ ვერ უმკლავდებიან ახალი წლის დღეების სტრესს, რაც ამ „ჯადოსნური“ დღესასწაულის მიმართ ნეგატიურ დამოკიდებულბას იწვევს. შეიძლება ისინი უფრო მეტად აგრესიულები არიან, ვიდრე სხვა ადამიანები, რადგანაც მათ აღიზიანებთ ეს ხალხმრავალობა ან შეიძლება, მათ ხასიათში ეგოიზმი იკვეთება და მათ არ სიამოვნებთ ამდენი ყურადღება სხვა ადამიანების მიმართ. მიზეზი ინდივიდუალურია, მაგრამ თითქმის ყოველთვის ადამიანის ტვინის აგებულებას ან მდგომარეობას უკავშირდება.



და, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ემატება ახალი წლის დღეების განუყოფელი შემადგენელი ნაწილი - საახალწლო მუსიკა. ზოგიერთ ადამიანზე ეს მუსიკა დადებითად მოქმედებს - მათ განწყობას ამაღლებს, ტვინში ბედნიერების ნეიროტრანსმიტერები გამოიყოფა და ადამიანი კარგ ხასიათზე დგება. უჩნდება სურვილი უფრო მეტი შეიძინოს,იყიდოს, დახარჯოს ფული - შესაბამისად, საახალწლო მუსიკა საკმაოდ ხშირად, კარგ მარკეტინგულ ხრიკს წარმოადგენს. თუმცა არსებობს ადამიანების მეორე კატეგორიაც, რომელთაც აღიზიანებს წინასაახაწლო მუსიკა. განსაკუთრებით, თუ ის ხშირად და განმეორებით ესმის. მის ტვინში უარყოფითი ემოციები ჩნდება, რაც უკავშირდება მუსიკას, სავაჭრო ცენტრებს, ხალხმრავლობას და, საბოლოო ჯამში, ადამიანს სრულიად ახალი წლის დღესასწაულს უარყოფითად აგონებს.

და თქვენ რომელი ხართ, ახალი წლის მოყვარული თუ “გრინჩი”?


თუ ახალი წლის განსაკუთრებული საჩუქარი ჯერ არ შეგიძენიათ, თვითგანვითარების სახელმძღვანელო - „მოგზაურობა თვითრეფლექსიის საოცრებათა ქვეყანაში“ სწორი არჩევანია. აჩუქეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს ეს მეგზური და საშუალება იმოგზაუროს საკუთარი ბედნიერების ფორმულის ძიებისათვის.


სახელმძღვანელო 2 ნაწილისაგან, 2 წიგნისაგან შედგება:

I ნაწილი - „თვითრეფლექსიის მეგზური“;

II ნაწილი - სამუშაო რვეული - თვითრეფლექსიის ა(მ)ბები“;


19 ინსტრუმენტი, რომელიც გამოიყენება პიროვნული და პროფესიული უნარების განვითარებისათვის;

2 ტესტი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დაადგინოთ პიროვნული საზღვრებისა და ასერტული ქცევის მაჩვენებელი;

14 წერილი სადაც განხილულია ბედნიერი, წარმატებული და ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირებისათვის გასათვალისწინებელი საკითხები და მეთოდები;


მისი შეძენა ონლაინ ახლავე შეგიძლიათ. წიგნი გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ მისამართზე. შესაკვეთათ მომწერეთ სოციალურ ქსელებში ან დამიკავშირდით: 595751122

  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page