top of page
  • Writer's pictureNini Chachia

როგორ მოქმედებს ფსიქიკური პროცესები გულსა და სისხლძარღვებზე?



ჩვენი ფსიქიკა ფიზიოლოგიურია. ცენტრალური ნერვული სისტემა ახორციელებს და კოორდინაციას უწევს არა მხოლოდ ჩვენს კოგნიტურ (გონებრივ) ფუნქციებს, ემოციებსა და ქცევას - ის აკონტროლებს ორგანიზმში არსებულ ყველა სასიცოცხლო პროცესს და უკავშირდება შინაგან ორგანოებს პერიფერიული ნერვული სისტემის მეშვეობით.

ხოლო თავად ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას არეგულირებს ტვინის ნეიროტრანსმიტერები. ეს არის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებენ როგორც ელექტროქიმიური იმპულსების გადამცემები ნეირონებს - ტვინის უჯრედებს შორის.



როდესაც ვსაუბრობთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფსიქოსომატიკაზე, ჩვეულებრივ ვგულისხმობთ მასზე "სტრესის ჰორმონების" - აღმგზნები ნეიროტრანსმიტერების ადრენალინისა და ნორეპინეფრინის გავლენას. ეს ნივთიერებები წარმოიქმნება სტრესულ პირობებში და სიტუაციებში - ჩვენი შფოთვისა და საფრთხის განცდის საპასუხოდ. ისინი მობილიზებას უკეთებენ ჩვენს სხეულს საფრთხის აღმოსაფხვრელად. და ამ მიზნით, სხვა საკითხებთან ერთად, ისინი მოქმედებენ გულზე:


  • ძლიერდება და იზრდის გულისცემას

  • ვიწრივდება სისხლძარღვები

  • იზრდება არტერიულ წნევას

 

ამ დროს  პულსი ჩქარდება, შეიძლება წარმოიშვას არითმია და ტკივილი გულმკერდის არეში. უფრო მეტიც, "სტრესის ჰორმონებს" ასევე შეიძლება ჰქონდეს არაპირდაპირი ინჰიბიტორული ეფექტი გულზე. წნევის გაზრდის გამო, ვაგუსური ნერვების ცენტრი აღგზნებულია - და ამ შემთხვევაში, ბრადიკარდია წარმოიშვება. ნელდება გულის შეკუმშვა (პულსი ეცემა 60-მდე წუთში ან დაბლა), არტერიული წნევა მცირდება. 

ასეთ დროს შეიძლება ადამიანი გრძნობს თავბრუსხვევას, სისუსტის და ძილიანობის შეგრძნებას, მკერდის არეში ტკივილს, სისხლის მიწოდების გაუარესების და გულის კუნთში ჟანგბადის ნაკლებობის ფონზე.



გულის დაავადებების ფსიქოსომატიკა ძალიან გავრცელებული დაავადებაა, არის მოსაზრებაც, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების 80% ფსიქოსომატური ხასიათისაა.

როგორც ხედავთ ფსიქიკური/კოგნიტური პროცესები (გონებრივი, სააზროვნო) განსაზღვრავს გულისა და სისხლძარღვების ფუნქციებს, ისევე, როგორც სომატური/ფიზიკური პროცესები. აქტიურობა და დასვენება, ძილი ან სიფხიზლე, გარეგნულად გამოხატული ან დათრგუნული გრძნობები პირდაპირ დაკავშირებულია სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვადასხვა მდგომარეობასთან.



მიუხედავად იმისა, რომ გულის ფუნქციონირების ცვლილებები თანაბრად ვლინდება როგორც დადებით, ასევე უარყოფით განცდებში (ამ შემთხვევაში გამოიყოფა ადრენალინი და ეს იწვევს სისხლძარღვების შევიწროებას, გულისცემის მატებას და მიოკარდიუმის შეკუმშვას), პათოლოგიურ დარღვევებს იწვევს ქრონიკული სტრესული მგდგომარეობა, ანუ ნეგატიური ემოციები, რომელთა დროსაც ფორმირდება ქრონიკული დაძაბულობა.

ფსიქოსომატური კომპონენტი, პირველ რიგში, დამახასიათებელია გულ -სისხლძარღვთა სისტემის შემდეგი დაავადებებისათვის:


  • არტერიული ჰიპერტენზია;

  • გულის იშემია;

  • გულის რითმის დარღვევა;



გულსისხლძარღვთა დაავადებების ფსიქოსომატიკას იწვევს ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა: შფოთვითი და პანიკური აშლილობები, დეპრესია თუ სხვა მენტალური აშლილებები ან სასაზღვრო მდგომარეობები. ადრე გულის ფსიქოსომატური დაავადების ერთ-ერთ გავრცელებულ ფორმას „კარდიონევროსზს“ უწოდებდნენ, თუმცა თანამედროვე ნოზოლოგიებში მსგავსი დიაგნოზი არ არსებობს. მიუხედავად ამისა ადამიანების უმეტესობა მაინც „კარდიონევროზის“ სახელით იხსენიებს.

 

„კარდიონევროზის“ ანუ გულის დაავადებათა ფსიქოსომატიკის შემთხვევაში შეტევის დროს აღინიშნება:


  • უსიამოვნო შეგრძნება ან ტკივილი გულის არეში;

  • მოუსვენრობის შეგრძნება, შფოთვა ან შიში რომელიც გადადის პანიკაში;

  • აკვიატებული აზრები მოახლოებულ სიკვდილზე;

  • გულის რიტმის დარღვევა (გაძლიერებული გულისცემა, ტაქიკარდია, ექსტრასისტოლია);

  • ყელში ბურთის გაჩხერის შეგრძნება;

  • ჟანგბადის უკმარისობა, ხშირი ზედაპირული სუნთქვა;

  • მცირე დატვირთვის დროსაც კი დაღლილობის შეგრძნება;

  • ღრმა ჩასუნთქვის შეუძლებლობა;

  • თავის ტკივილი;

  • გაძლიერებული ოფლის გამოყოფა, მთელ სხეულზე სიცხისა და სიცივის მონაცვლეობითი შეგრძნება;

  • გულის წასვლა;

  • უძილობა.



გულის არეში ტკივილის ხასიათი შეიძლება იცვლებოდეს გამოვლინების ხასიათის მიხედვით. ერთ მომენტში ეს შეიძლება იყოს ზეწოლისა და მოჭერის, ხოლო მეორეში – სხეულის მარცხენა ნახევარში მწვავე ტკივილის შეგრძნება. ხშირად, „გულის ნევროზის„ დროს, ადამიანები ამბობენ, რომ გარკვეული დროით გულის გაჩერებას გრძნობენ. ცხადია, ეს სომატური შეგრძნებებია, რომელსაც რეალობასთან საერთო არ აქვს.

 

მსგავსი სიმპტომების აღმოცენება ან გაძლიერება დაკავშირებულია მიკროსტრესებთან, მწვავე სტრესულ სიტუაციებთან ან ჰორმონული გარდაქმნების პერიოდთან (ორსულობა, კლიმაქსური პერიოდი და ა.შ.).

 

შეტევის შემდეგ ადამიანი განიცდის დაღლილობას და ძილიანობას.


თუ ქრონიკული გულის დაავადებები გაწუხებთ ან ხშირად განიცდით სტატიაში მომცემულ სიმპტომებს, არ გადადოთ, ჩაეწერეთ კონულტაციაზე და დაიწყეთ მუშაობა თქვენი ჰარმონიული ცხოვრების კონსტუირებისათვის.


კონსულტაციაზე ჩასაწერად დარეკეთ: 595 75 11 22

 


  • Instagram
  • Linkedin
  • TikTok
  • Youtube
  • Facebook

დამიმეგობრდი სოც ქსელებში

bottom of page